ხაბეიშვილი: წარმოუდგენელი და მძიმე საყურებელია, რომ ოლიგარქი, მილიარდერი კაცი "დუშ-კაბინით" მოძრაობდეს ხალხთან შეხვედრაზე

05.09.24 16:39
ხაბეიშვილი: წარმოუდგენელი და მძიმე საყურებელია, რომ ოლიგარქი, მილიარდერი კაცი "დუშ-კაბინით" მოძრაობდეს ხალხთან შეხვედრაზე

"წარმოუდგენელი და მძიმე საყურებელია, რომ ოლიგარქი, მილიარდერი კაცი "დუშ-კაბინით" მოძრაობდეს ხალხთან შეხვედრაზე, ეშინოდეს ხალხის და არც მალავდეს ამას და როდესაც საუბარია საფრთხეებზე, არ დაგვავიწყდეს, რომ 17-18 წლის ბიჭებს და გოგონებს ემუქრებოდნენ ტელევიზიით, მათ კი ერთი წამითაც არ დაუხევიათ უკან... ბიძინა ივანიშვილს რისი ეშინია და ღამით რა არ აძინებს, ეს რატოა ქართველი ხალხის სანერვიულო?!- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა კითხვის, "რამდენად რეალურია ირაკლი კობახიძის განცხადება რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილს საფრთხე ემუქრება", საპასუხოდ განაცხადა. 

ხაბეიშვილი "ოცნების" ხელისუფლებას მოუწოდებს, მოუყვნენ ხალხს, როგორ გახდნენ თავად მილიონერები და "ცალ-ცალი კალოშებით მოსულებმა, როგორ აიშენეს უზარმაზარი სასახლეები"

წარმოუდგენელი და მძიმე საყურებელია, რომ ოლიგარქი, მილიარდერი კაცი "დუშ-კაბინით" მოძრაობდეს ხალხთან შეხვედრაზე, ეშინოდეს ხალხის და არც მალავდეს ამას და როდესაც საუბარია საფრთხეებზე, არ დაგვავიწყდეს, რომ 17-18 წლის ბიჭებს და გოგონებს ემუქრებოდნენ ტელევიზიით, მათ კი ერთი წამითაც არ შემკრთალან და სიმამაცის საოცარი მაგალითი გვაჩვენეს, კბილებამდე შეიარაღებული პოლიციელების წინაშეც არ დაუხევიათ უკან და ასეთ დროს ბიძინა ივანიშვილი საუბრობს თავის ტყუილ, არარსებულ შიშებზე და საფრთხეებზე. ნუ გამოჩნდება საერთოდ: გადაიკარგოს, გადაიმალოს, მაგრამ ისაუბროს იმ პრობლემებზე, რომლებიც აწუხებს ხალხს. 
12 წელი ხომ გავიდა, რაც ხელისუფლებაში არიან? მოუყვნენ ხალხს, როგორ გახდნენ თავად მილიონერები და ცალ-ცალი კალოშებით მოსულებმა, როგორ აიშენეს ნუზარმაზარი სასახლეები. ნუ წარმართავენ კამპანია სიძულვილის ენით, ნეგატივით, ხალხს იმაზე ლეპარაკონ, რაც მას აინტერესებს. 
ბიძინა ივანიშვილს რისი ეშინია და ღამით რა არ აძინებს, ეს რატოა ქართველი ხალხის სანერვიულო", - თქვა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.