ივანიშვილმა იმ მთავარ ღირებულებებს უღალატა, რომლითაც 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა - აქუბარდია
"მთავარი, რაც ივანიშვილმა არ შეასრულა, ის ღირებულებებია, რომლითაც 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა" - ამის შესახებ განცხადება პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, თეონა აქუბარდიამ "პირველებთან" გააკეთა.
დეპუტატის თქმით, ივანიშვილმა იმ ღირებულებებს უღალატა, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უზრუნველყოფდა და ბოლოდროინდელი ქმედებებით არა მხოლოდ პარტნიორები, არამედ საკუთარი ხალხი გადააგდო.
მთავარი, რაც არ შეასრულა ბიძინა ივანიშვილმა, არის ის ღირებულებები, რომლითაც ის 2012 წელს მოვიდა, რასაც მან უღალატა და გადააგდო არა მხოლოდ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, არამედ საკუთარი ხალხი. ეს ღირებულებები იყო დემოკრატია, ნატოსა და ევროკავშირში წევრობა. თავად ივანიშვილმა უღალატა ყველა იმ ღირებულებას, რითაც ის მოვიდა ხელისუფლებაში 2012 წელს და ამიტომ დროა, რომ ხალხმა გასცეს პასუხი მის ამ დიდ გადაგდებას", - ამბობს აქუბარდია.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.