"ოცნება" გააფთრებული ებრძვის ყველას, ვინც რეჟიმს ამხელს - სამადაშვილი

05.09.24 17:25
"ოცნება" გააფთრებული ებრძვის ყველას, ვინც რეჟიმს ამხელს - სამადაშვილი

სალომე სამადაშვილს არ უკვირს, რომ "ოცნება" პრეზიდენტს ებრძვის, რადგან მისი თქმით, სწორედ სალომე ზურაბიშვილია ის პირი, რომელიც პირადაპირ ადანაშაულებს მმართველ გუნდს ევროპული გზის საბოტაჟში.

"ოცნება" გააფთრებული ებრძვის ყველას, ვინც რეჟიმს ამხელს" - ამბობს სამადაშვილი და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას მათ წინააღმდეგ საზოგადოების ფართო კონსოლიდაციის ძალიან ეშინია. 

პრეზიდენტი, რომელიც არჩეულ იქნა ბიძინა ივანიშვილის და მისი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერით, პირდაპირ უწოდებს მის პოლიტიკურ ძალას კოშმარს ამ ქვეყნისთვის. პირდაპირ ადანაშაულებს იმაში, რომ ქვეყანა მიჰყავს ევროკავშირის საწინააღმდეგო მიმართულებით, ააცდინა საქართველო იმ გზას, რომელიც ქართველი ხალხის არჩეულია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ქართველი ხალხისთვის მომაკვდინებელი დარტყმა, როდესაც ვხედავთ, რომ კონსოლიდაცია საზოგადოების, ძალიან ფართო კონსოლიდაცია ხდება მათ წინააღმდეგ, ამიტომ, არ მიკვირს აი ეს გააფთრებული თავდასხმა ყველაზე, ვინც მათ რეჟიმს ამხელს, მათ რეალურ მიზნებში", - ამბობს სალომე სამადაშვილი.