"ოცნების" ხელისუფლების წინააღმდეგ 7 წლიანი ბრძოლა აფგან მუხთარლის გამარჯვებით დასრულდა
“ქართული ოცნების“ მარცხი ევრო სასამართლოში - ოლიგარქის პარტიის ისედაც შებღალულ რეპუტაციას დღეს ახალი შავი ლაქა დაემატა. “ქართული ოცნება“ პრაქტიკულად განგსტერული წესებით ჟურნალისტის გატაცების თანამონაწილედ გამოცხადდა. ივანიშვილის მთავრობას ევრო- სასამართლოში შვიდ წლიანი ბრძოლა აფგან მუხთარლიმ მოუგო.
ევროსასამართლომ “ქართული ოცნება“ რეზონანსული საქმის გამოუძიებლობაში დაადანაშაულა. ეს ის შემთხვევაა,როცა სტარსბურგის გადაწყვეტილებაზე განცხადებების კეთება “ოცნებაშიც“ უჭირთ. რადგან საქმე არ სრულდება მხოლოდ მუხთარლისთვის კომპენსაციის გადახდით. ხელისუფლებამ თბილისის ცენტრიდან ჟურნალისტის გატაცების საქმე თაროდან უნდა ჩამოიღოს და გამოიძიოს.
ევრო სასამართლოში გამარჯვების შემდეგ რა გეგმა აქვს აზერბაიჯანელ ჟურნალისტს - სოფო ნიაურია პირდაპირ ეთერში
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.