თავდასხმა ირაკლი ეძგვერაძეზე - ადვოკატის თქმით, დეპუტატი ნაცემია
დაკავებული ირაკლი ეძგვერაძე ნაცემია. სამართალდამცველები მას საკუთარ ავტოფარეხში გაუსწორდნენ. არსებობს ძალადობის ამსახველი ვიდეო კადრები. დაზიანებები დეპუტატს სხეულზე ახლაც ეტყობა, მაგრამ საგამოძიებო უწყება ეძგვერაძის წინააღმდეგ ანგარიშსწორებაზე გამოძიებას არ იწყებს. ფაქტია, რომ ხელისუფლების ინტერესში მოძალადე პოლიციელების მხილება არ შედის.
კობახიძის მიერ დაანონსებული საშიში პოლიტიკური თამაშებიდან რამდენიმე საათში, “ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატი გაანეიტრალეს. იყო კიდევ ერთის განეიტრალების მცდელობაც, მაგრამ გადაიფიქრეს. თანაპარტიელის დასახმარებლად მისული ირაკლი ნადირაძე ჯერ დააკავეს, რამდენიმე საათიანი გადამალვის შემდეგ კი, ხელწერილით გამოუშვეს. ახლა საკრებულოს ორივე დეპუტატის საქმეზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს.