ივანიშვილის მხილების სერია - "ქართულ ოცნებას" შეუსრულებელი დაპირებები დაუთვალეს

05.09.24 20:19
ივანიშვილის მხილების სერია - "ქართულ ოცნებას" შეუსრულებელი დაპირებები დაუთვალეს

ასი ქარხნის ნაცვლად ასი შეუსრულებელი დაპირება - კოლიცია “ძლიერი საქართველო“ “ოცნებას“ ტყუილების მთელ სერიაში ამხელს. ევროპის გაოცების დაპირებით მოსულმა მთავრობამ ევროპა მართლაც  გააოცა, ოღონდ  ცუდ კონტექსტში. 100 ქარხანა, 5 მილიონი თითო სოფელს, იაფი ფული, გაზი, წყალი და ელექტროენერგია უფასოდ - ეს მხოლოდ მცირე ნაწილია ოლიგარქის რეჟმის ცრუ დაპირებებიდან.

სამი ვადით ხელისუფლებაში მყოფ “ოცნებას“ არცერთი პირობა არ შეუსრულებია. ქვეყანა ევროკავშირს დაშორდა, წლიდან წლამდე იზრდება სოციალურად დაუცველთა რაოდენობა. არც ქარხნები ჩანს სადმე, არც მილიონები სოფლებისთვის, კომუნალურ მომსახურებაში კი იმაზე უფრო ძვირს ვიხდით, ვიდრე აქამდე. ხალხი გაღატაკდა, სამაგიროდ გამდიდრდნენ ჩინოვნიკები. ამიტომ “ოცნებას“ დღეს კოალიცია “ძლიერი საქართველოდან“ უთხრეს, რომ ის მატყუარა და გადამდგები პოლიტიკური ძალაა.

დეტალები ნახეთ, ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.