პრეზიდენტის შიში - “ოცნება“ დღის წესრიგს სალომე ზურაბიშვილზე აგებს

05.09.24 20:29
პრეზიდენტის შიში - “ოცნება“ დღის  წესრიგს სალომე ზურაბიშვილზე აგებს

პრეზიდენტის შიში “ქართულ ოცნებაში“- მთავარსარდალი რაც უფრო  აქტიურდება პოლიტიკურად, მით უფრო იმატებს პანიკა ოლიგარქის გუნდში. ამიტომ სალანძღავ ფრაზებს ყოველდღე ახალი ემატება. ჭანჭიკი, მარიონეტი, აგენტი - ეს პრემიერის ბოლო შეფასებაა  პრეზიდენტის მიმართ. მანამდე კი  იყო, ურეიტინგო და ხალხისთვის არასასურველი. ახლა ჩნდება კითხვა - თუ სალომე ზურაბიშვილს არც მოქალაქეების ნდობა  აქვს და არაფერს წარმოადგენს, მაშინ რატომ ეშინიათ ასე ძალიან მისი.

ფაქტია, რომ “ოცნება“ დღის  წესრიგს პრეზიდენტზე აგებს. თან ცდილობენ, რომ მთავარსარდალს მნიშვნელობა დაუკარგონ, თან ყველაზე მეტს მასზე ლაპარაკობენ.  პრეზიდენტი რიგითი არ არის, ის სახელმწიფოს მეთაური და ერთადერთი ფიგურაა ხელისუფლებიდან, ვისაც პარტნიორები ესაუბრებიან.  ეს კი “ოცნების“  პანიკისთვის  კიდევ ერთი მიზეზია. ვინც ოლიგარქს კარგად იცნობს, დარწმუნებულია, რომ ზურაბიშვილის ლანძღვის სერიების დამკვეთი სწორედ ივანიშვილია.

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.