ისტორიული ვერდიქტის მოლოდინში - რა გადაწყვეტილებას და როდის მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო

05.09.24 19:58
ისტორიული ვერდიქტის მოლოდინში - რა გადაწყვეტილებას და როდის მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო

ისტორიული ვერდიქტის მოლოდინში - რა გადაწყვეტილებას და როდის მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო. სწორედ 8 მოსამართლეზეა ახლა დამოკიდებული, დარჩება თუ არა ქვეყანაში სამოქალაქო სექტორი. მხოლოდ პლენუმია ქვეყანაში ერთდაერთი უწყება, რომელსაც ხელში  აქვს რუსული კანონის შეჩერების ბერკეტი. ასეთი რეზონანსული საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს არ ქონია, ამიტომ ყოფილი მოსამართლეები მოუწოდებენ კოლეგებს კანონის განხილვას განსაკუთრებული პრიორიტეტი მიანიჭონ. 

რუსული კანონის შეჩერება ერთადერთი შანსია მესამე სექტორისთვის, რომ ჯერ ჯარიმები, შემდეგ კი საერთოდ ორგანიზაციების გაუქმება აიცილონ თავიდან. არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე მესამე დღეა იუსტიციის სამინიტროდან საჯარიმო ქვითრებს ელოდებიან. არ არის გამორიცხული, საკონსტიტუციო სასამართლომ მოჩვენებითი დემოკრატიის სპექტაკლი გაითამაშოს და პლენუმის ხმები გაიყოს. ამ შემთხვევაში კი სარჩელი აღარ განიხილება და რუსული კანონიც ძალაში დარჩება.

 

დეტალები ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.