“გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები“ - მამუკა ხაზარაძემ წინასაარჩევნო გეგმებზე ისაუბრა

05.09.24 21:22
“გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები“  - მამუკა ხაზარაძემ წინასაარჩევნო გეგმებზე ისაუბრა

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე იმ გეგმებზე ისაუბრა, რომელსაც კოალიცია არჩევნების შემდეგ განახორციელებს.

ხაზარაძის მტკიცებით, ყველა დაპირება, რომელიც მათ კოალიციას აქვს კონკრეტული გეგმის ნაწილია და ყველა მსურველს მისი დეტალური ნახვა ვებგვერდზე შეუძლია.

117 წლის წინ სწორედ ამ ტრაგიკულ ადგილას მოკლეს ილია, მაგრამ ვერ მოკლეს ის საქმე, რომელიც მან დაიწყო. ვერც ენა, მამული და სარწმუნოება ვერ მოკლეს და იცით რატომ? იმიტომ რომ ქართველების ყველაზე მთავარი ღერძი არსებობის, თავისუფლებისთვის სწრაფვაა.

ჩვენ გამოვაცხადეთ რეალური ალტერნატივა 20 წლიანი მმართველობისა, რომელმაც ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა, იმ 12 წლიანი მმართველობისა, რომელმაც ქვეყანა სტაგნაციის და იზოლაციის პირობებში აღმოაჩინა. ჩვენ შევქმენით კოალიცია, სადაც ღირსეული, პატრიოტი და ხელისუფლებაში არ მყოფი ადამიანები არიან.

ჩვენ სწორედ ილიას გზის გაგრძელებისთვის ვართ შეკრებილები, სწორედ ამ იდეის გაშემო უნდა გავერთიანდეთ, რომ მივიღოთ ძლიერი საქართველო. 

პირველი - რუსული ოკუპაციისა და გავლენისგან დავიხსნათ ქვეყანა, გვაქვს კონკრეტული გეგმა, 9 ნაბიჯი და რეფორმა, როგორ უნდა გავწევრიანდეთ ევროკავშირში და როგორ შევამციროთ საქართველოში რუსული გავლენა. ეს ეხება იმ სულისკვეთების დაბრუნებას, რასაც თავისუფალი ერი ისამხურებს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომ ქვეყანში შევქმნათ 200 ათასი სამუშაო ადგილი, რომელიც ქვეყანას ჰაერივით სჭირდება. გვაქვს გაწერილი გეგმა, თუ როგორ სწრაფად დავამთავრებთ იმ მეგაპროექტებს, როგორიცაა ანაკლია. რუსების დავალებით ანაკლია მეექვსე წელია გაჩერებულია.

1000 ლარიანი პენსია, ვინმეს წინასაარჩევნო დაპირება არ ეგონოს, ეს არის კონკრეტული გეგმა, ჩვენ პენსიონერებს მივცეთ ელემაენტარუყლი საშაულება სიბერე ჰქონდეთ ღიორსეული. ამას გავაკეთებთ ყოველწლიური ინდექსაციით და იმ საშაუალებით, რაც არსებობს კორუფციის პირეობებში და აზარტული თამაშების დაუგეგმავ ბიზნესში, ეს არის სწორედ ის შემოსავლის წყარო, რომლითაც ასეთი პროექტები  დაფინანსდება.

ჩვენი გეგმა შეგიძლია ნახოთ ჩვენ ვებგვერდზე, იქ ნახავთ ყველა გაწერილ ნაბიჯს,რადგან დაპირება კი არაა მთავარი, მთავარია, მეორე დღეს რას აკეთებ და როგორ ახორციელებ ამ გეგმას“, - განაცხადა ხაზარაძემ.