ჩვენი დავალებაა, ჩავიცვათ რკინის ქალამნები და შემოვატრიალოთ ის მატარებელი, რასაც საქართველო ჰქვია - ანა დოლიძე

05.09.24 21:25
ჩვენი  დავალებაა, ჩავიცვათ რკინის ქალამნები და შემოვატრიალოთ ის მატარებელი, რასაც საქართველო ჰქვია - ანა დოლიძე

“ჩვენი  დავალებაა, რომ  ჩავიცვათ რკინის ქალამნები და შემოვატრიალოთ ის ავტობუსი, მატარებელი, რასაც საქართველო ჰქვია და დავაბრუნოთ ევროპული განვითარების გზაზე“- ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ წინასაარჩევნო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

დოლიძემ 90 -იანი წლების საქართველოც გაიხსენა და დღევანდელ რეალობას შეადარა. მისი თქმით, ამდენი წლის შემდეგაც, ქვეყანაში ყველა მეოთხე ბავშვი ფიქრობს, რა ჭამოს ხვალ.

დღეს ჩვენ სამწუხაროდ გვყავს ხელისუფლება, რომელიც არ სამუშო ადგილებზე, სკოლებზე , ხელფასებზე გვესაუბრება, არც განათელბის რეფორმებზე, ერთადერთი რასაც გვთავაზობს ესაა შურისძიება, დაპირისპირება, დაქსაქვა , ტიპური რუსულ კაგებეშნიკური მეთოდი. ჩვენ ამას  არ დავუპირისპირებთ იგივეს, ჩვენ გადაწყვეტილი გავქვს, რომ მხოლოდ და მხოლოდ დავუპირისპიროთ საქმე და ის გეგმა, რომელსაც დღეს ხედავთ- ეს არის ილიას გზა.

შემდეგი 52 დღე, რომელიც დდარჩა არჩევნებამდე და დარჩა კობახიძეს, ჩვენ დაწვრილებთ აგიხსნით რასაც გავაკეთებთ.

პირველ რიგში 27 ოქტომბრიდან რაც უნდა გავაკეთოთ ეს არის, გავაჩეროთ ემიგრაცია. რეალობაა საქართველო ილევა, ჩვენზე უფრო რთული, ძველი, დახვეწილი ცივილიზაციები გაქრა, ჩვენ ცოტა გვაკლია 2050 წელს რუკაზე აღარ ვიყოთ. ამიტომ გვაქვს ერთადერთი მოვალეობა, ეს შევაჩეროთ საქმით და პირვლე რიგში სამუშაო ადგილების შექმნით.

ასევე მნიშვნელოვანია ღირსეული მინიმალური ხელფასის დაწესება, რომ არავინ იმუშავოს მონურ ხელფასზე. ჩვენ შევქმნით კანონმდებლობას, რომელიც ევროკავშირის ყველა ქვეყანაშია -საცხოვრებელი მინიმალური ხელფასი, ბიზნესთან ერთად. ბიზნესის ხელშეწყობით, ინვესტორების ჩამოყვანით, რკინის ქალამნების ჩაცმით, უნდა შევქმნათ ისეთი სამუშო, სადაც ადამიანი მიიღებს ღირსეულ სამუშაო ხელფასს.

დიდი ხანია, რუსული კოლონიალიზმი გვიმტკიცებდა, რომ ვართ ზარმაცები, არ შეგვიძლია მუშაობა, ვართ უპასუხისმგებლოები, ჩვენ ბოლო წლების გაჭირვებამ დაგვამტკიცებინა, რომ ძალიან მაგრად შეგვიძლია მუშაობა. ოღონდ უცხო ქვეყნების ქარხნებში, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები იპოვნიან სამსახურს, ჩვენი ამოცანაა ეს სამუშაო ადგილები შეიქმნას საქართველოში და ჩვენ კოალციას ჰყავს ხალხი, ვისაც ამის გაკეთება შეუძელია.

ვინც ჩემნაირად გამოაიარა 90 -იანი წლები, ჩვენ ვართ გაჭირვება გამოვლილი თაობა, რომლებსაც კარგად გვახსოვს ხვალინდელ დღეზე ფიქრი  - რა ვჭამოთ. ჩვენ გამოძვერით აქედან, მაგრამ ყოველი მეოთხე ბავშვი ისევ ფიქრობს, რა ჭამოს, ამიტომ ჩვენი გეგმის ნაწილია, იმ სიკეთეს და იმ დოვლათს, რასაც ჩვენ შევქმნით, მათ შორის კაზინოების დაბეგვრით, გადავანაწილებთ ისე, რომ არცერთი ბავშვი საქართველოში არ დარჩება მშიერი. იმედი მაქვს, ყველა ისე დავფიქრდებით ჩვენს არჩევანზე, მომავალზე და ქვეყნის ბედზე, როგორც 1991 წლის 31 მარტს დავფიქრდით,“- განაცხადა დოლიძემ.