ჩვენ გვჭირდება თავისუფალი, პარტიული დიქტატისგან გათავისუფლებული განათლება - ცუცქირიძე

05.09.24 22:46
ჩვენ გვჭირდება თავისუფალი, პარტიული დიქტატისგან გათავისუფლებული განათლება - ცუცქირიძე

“კოალიცია ძლიერი“ საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუქირიძემ წინასაარჩევნო გეგმის პრეზენტაციაზე იმ კონრეტულ საკითხებზე ისაუბრა, რომლის განხორციელებაც, მისი თქმით,  არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დაუყოვნებლივ დაიწყება.

ცუცქირიძემ იმ მთავარ პრიორიტეტებს გაუსვა ხაზი, რომელიც ქვეყნის მშენებლობაში მნიშვნელოვანია და დასძინა, რომ სწორედ ისეთი საქართველო უნდა აშენდეს, როგორიც ილია ჭავჭავაძეს უნდოდა და წარმოედგინა.

ილია ჭავჭავაძე იყო მოტივატორი იმის, რომ ჩვენ გავმხდარიყავით თანამედროვე, პოლიტიკური ერი, რომელიც განსხვავებების მიუხედავად, არის ერთიანი, სწორედ ასეთი საქართველო უნდა ავაშენოთ ჩვენ. ეს მშენებლობა, უპირველეს ყოვლისა, განათლების რეფორმაზე გადის. რეფორმაში რამდენიმე ძირითადი მიმართულება გვაქვს, მთავარი რითიც უნდა დავიწყოთ, ესაა განთლების სისტემის გათავისუფლება პარტიული კონტროლისგან, რადგან არ არსებობს კარგი განათლება თავისუფლების გარეშე. ჩვენ გვჭირდება თავისუფალი, პარტიული დიქტატისგან გათავისუფლებული განათლება და ეს იქნება პირველი ნაბიჯი, რომელსაც გადავდგამთ, მაგრამ  ეს არ არის საკმარისი. ის უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის. ევროპული განათლება უნდა მოვიდეს საქართველოში. ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, არა მხოლოდ პრივილეგირებული ჯგუფისთვის, არამედ ვისაც სჭირდება განათლება, ყველასთვის. ხარისხიანი განათლების ზრდა იქნება ჩვენი პრიორიტეტი. მესამე, ეს არის კეთილდღეობა, თუ არ აქვთ ბავშვებს, მასწავლებლებს საბაზისო კეთილდღეობა, თუ ბავშვი გაკვეთილის მსვლელობის დროს მშიერია, ის ვერ ისწავლის, ამიტომ კეთიდლდღეობის ზრდა არის მნიშვნელოვანი კომპომნენტი განათლებისთვის. 

საქართველოს აქვს ამის რესურსი, გვყავს შესანიშნავი პედაგოგები, ნიჭიერი ახალგაზრდობა, შეგვიძლია გქვონდეს მსოფლიოში საუკეთესო სკოლები, კოლეჯები და უნივერსიტეტები. ამის პრობლემას გვიქმნის მთავრობა, რომელსაც არაფრის გაკეთება უნდა, ამიტომ ჩვენ უნდა დავიწყოთ მოქმედება. ამ საქმეში ბევრი მოკავშირე და მეოგბარი გვყავს, ევროკავშირი, რომელმაც ფართოდ გააღო კარები, მაგრამ გვაჩერებს ოცნება, რომელიც უნდა დასრულდეს 26 ოქტომბერს“, - განახცადა ცუცქირიძემ.

მან იმ მიმართულებებზეც ისაუბრა, რომელიც კოალციის აზრით, მნიშვნელოვანია.

პირველი ეს არის ინსტუტიციური ცვლილებები, დემოკრატიის თავისუფელბის მაღალი ხარისხის, კარგი არჩევნების, სხვადასახვა ახალი კანონმდებლობის, რომლის გარეშეც ჩვენ ევროკავშირში ვერ გავწევრიანდებით. ამიტომ ჩვენ გთავაზობთ არსებობდეს სპეციალური სახელმწიფო მინისტრი, რომელიც ვალდებული იქნება ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე კოორდინატორის და ლიდერი ფუნქცია შეასრულოს.

მეორე ეს არის ჩვენი ვაჭრობის-ექსპორტის ზრდა ევროკავშირთან. რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას ნაკლებად დამოკიდებული ვიყოთ რუსეთზე. გავხდეთ უფრო ძლიერები, უსაფრთხო და სწრაფად განვითარებული, თავი დავაღწიოთ ჰიბრიდული დემოკრტიის და განვითარებადი სახელმწიფოების რიგს და ჩავდგეთ მოწინავე ქვეყნების რიგში.

მესამე ესაა ახალგაზრდების  მობილობის გაძლიერება. ვგეგმავთ, გავახუთმაგოდ გაცვლითი პროგრამები ეროკავშირთან და ავამოქმედოთ პირდაპირი ფრენები ბევრ ევროპულ დედაქალაქში, რაც ჩვენ ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას, საკუთრი ცხოვრება საკუთარი ნების საფუძველზე ააშენონ, და იცხოვრონ ისე, როგორც მათ სურთ.

მე ამისთვის მოვედი პოლტიკაში, ამისთვის შევიკრიბეთ, რათა დავიცვათ ის თავისუფალი სამოქალქო სივრცე, რომელშიც დაიბადა პირველი არასამათავრობო ორგანიზაცია  - წერა- კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რომლის მოსპობაც უნდა ივანიშვილის პარტიას. თუმცა, ამ პერსპექტივების, გეგმების დაბლოკვის საშუალება არ უნდა მივცეთ“,- განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.