ივანიშვილს და მის გამაძღარ ხელისუფლებას უნდათ შეინარჩუნონ თავიანთი კორუმპირებული მთავრობა - ნადირაძე

05.09.24 22:27
ივანიშვილს და მის გამაძღარ ხელისუფლებას უნდათ შეინარჩუნონ თავიანთი კორუმპირებული მთავრობა - ნადირაძე

“ჩვენ ვცხოვრობთ იმ რეალობაში, როცა დილით ივანიშვილის საყვარელი პრემიერი აანონსებს ოპოზიციაზე თავდასხმებს, ძალადობებს და საღამოს ხდება ამის აღსრულება“- ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ “რეაქციაში“ განაცხადა.

ნადირაძის მტკიცებით, ეძგვერაძეზე მას შემდეგ გახშირდა თავდასხმები, რაც ის გლდანის პრობლემებზე ალაპარაკდა.

იმის ნაცვლად , რომ “ოცნება“ ებრძოდეს გაჭირვებას, სიღარიბეს, იმ უდიდეს გაჭირვებას, რომლის გამოც ქვეყნიდან ათასობით მოქალაქე გარბის, რათა შიმშილით არ ამოხდეთ სული. ამის ნაცვლად ებრძვიან განსხვავებულ აზრს, ოპოზიციას, მედიას, ყველას, ვისაც აქვს განსხვავებული აზრი. ივანიშვილს და მის გამაძღარ ხელისუფლებას არ უნდა ისაუბროს ხალხის პრობლემებზე და იმ სიღარიბეზე, რომელიც არის გამეფებული, რათა შეინარჩუნონ თავიანთი კორუმპირებული მთავრობა.

ეძგევრაძეზე თავდასხმა შარშან ამ დროსაც ვნახე, მიუხედავად იმის, რომ ყველა ვიდეო მტკიცებულება იყო, ამ ადამიანების უმრავლესობა არც დაუკავებიათ.  ის რადგან გლდანის პრობლემებზე საუბრობს, მოხშირდა მასზე თავდასხმები, დღეს ის იმყოფება აბსოლუტურად უკანონო პატიმრობაში“,- განაცხადა ნადირაძემ

მისივე თქმით, “ივანიშვილი და “ოცნება“ შეშინებულია და რაიონ-რაიონ დადიან, მაგრამ  იმასაც ვერ ბედავს, შუშის აკვარიუმის მიღმა საკუთარ მოქალაქეებს დაელაპარაკოს.“