ევროკავშირი გეძახის და ამ ისტორიულ შანსს არ დავაკარგვინებთ ქვეყანას - ელისაშვილი
კოალიციამ „ძლიერი საქართველო“ საარჩევნო პროგრამა წარადგინა სახელწოდებით, "ილიას გზა". გეგმის პრეზენტაცია საგურამოში, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან გაიმართა.
კოალციიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ხაზი გასუვა იმ რეფორმებს, რომლის გატარებაც ქვეყანაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მისი თქმით, ეს რეფორმები, ჩამოწიკწიკებულია და ყველა სიტყვა გამყარებულია ციფრებით, ეკონომიკით და პროფესიონალური აზრით.
ჩვენ ზუსტად ვიცით რა უნდა გავაკეთოთ ჯანდაცვაში, ეკონომიკაში, განათლებაში, თავდაცვაში, რა რეფორმები სჭირდება ჩვენი უსაფრთხოების სისტემას, რომ არ გვეშინოდეს ჩვენი სპეცსამსახურების, პირიქით უნდა ვიამაყოთ. ეს რეფორმები, ჩამოწიკწიკებულია და ყველა სიტყვა გამყარებულია ციფრებით, ეკონომიკით და პროფესიონალური აზრით.
ევროკავშირი გეძახის და გვეუბნება, კარი ღიაა, მობრძანდით, დავილაპრაკოთ, გახდით ჩვენიანები. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი შანსი გვაქვს, რომ გავმდიდრდეთ.
ევროკავშირში გაწევრიანება არის ჩვენი გაჭირვებული ყოფის დასასრული, რადგან ის ისეთ ფონდებზე გაგვიხსნის წვდომას, რომ ჩვენნაირი არაჩვეულებრივი მოცემულობის მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის იქნება ნამდვილი ბედნირება და ამ შანსს არ დავაკარგინებთ ჩვენს ქვეყანას.
1000 ლარიანი პენსია რეალისტურია, არცერთ მოხუცს არ უნდა ეშინოდეს, რომ წნევის წამალს როგორ იყიდის, ხორცს როგორ იყიდის და შვილიშვილს საჩუქარს როგორ უყიდის. ამ სიტყვის შესრულების პასუხისმგებლები ვიქნებით ჩვენ.
ჩვენ გაძლევთ პირობას, აქ, ამ ადგილას, სადაც ჩვენი სახელმწიფოებრიობის აკვანი დაირწა, განსხვავებით მატყუარებისა და გადამგდებებისგან, რომლებიც ახლა ხელისუფლებაში არიან მოკალათებული, ამ გეგმაში რაც გვაქვს, კარგად ვიცით, როგორ უნდა გავაკეთოთ და სიტყვას გაძლევთ, რომ თითოეული პუნქტის შესრულებაში ვიქნებით პასუხისმგებლები.
ყევლას, ვისაც ეჭვი ეპარება, მინდა ვუთხრა, თავს არ დავზოგავთ და მჯერა , რომ ჩვენი ერი დაიქუხებს, რომ ეს ქვეყანა გამოვგლიჯოთ რუსეთს. ქვეყანას წავიყვანთ ევროკავშირისკენ და გადავარჩენთ ჩვენ ძვირფას საქართველოს“, - განაცხადა ელისაშვილმა.