ყოველდღე ცდილობენ ათასი სიგიჟე და სისულელე მოიგონონ, ემოციური ფონი მათში არის ძალიან მძიმე - ვაშაძე “ოცნებაზე“

05.09.24 23:55
ყოველდღე ცდილობენ ათასი სიგიჟე და სისულელე მოიგონონ, ემოციური ფონი მათში არის ძალიან მძიმე - ვაშაძე “ოცნებაზე“

“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ “რეაქციაში“ განაცხადა, რომ “ოცნება“ მარცხდება და ამის გამო მათ აქვსთ მძიმე, ემოციური ფონი.

მისი თქმით, ისინი არიან წარსულნი და საზოგადოებას მათი ტყუილები მობეზრდა.

“ოცნება მარცხდება. 20 % მეტს ვერ აიღებენ. ამიტომ ყოველდღე ცდილობენ ათასი სიგიჟე და სისულელე მოიგონონ, ემოციური ფონი მათში არის ძალიან მძიმე, ნერვიულობენ განიცდიან. თუმცა მობეზრდა საზოგადოებას მათი მუდმივი ტყუილები. ისინი არიან წარსულნი და ჩვენ ვართ მომავალი“, - განაცხადა ვაშაძემ.