The Washington Post: „უკანასკნელი მოწოდება საქართველოს დემოკრატიისთვის“
საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, ავტორიტარული, პრორუსული ჯგუფი, იმუქრება, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობას მოიპოვებს, აკრძალავს ყველა ოპოზიციურ პარტიას. ეს შეიძლება იყოს საქართველოს დემოკრატიისთვის უკანასკნელი მოწოდება, - ამის შესახებ საუბარია The Washington Post-ის სტატიაშია ნათქვამი.
„უკანასკნელი მოწოდება საქართველოს დემოკრატიისთვის“ - ასე ჰქვია სტატიას, რომელსაც გავლენიანი გამოცემა აქვეყნებს და სადაც პირდაპირ წერია, რომ საქართველოდან ბოლო ცნობები საგანგაშოა.
სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერია და რომელიც „ქართული ოცნების“ უკან დგას, არაერთხელ უწოდა ოპოზიციას ჩრდილოვანი გლობალური შეთქმულების ფრონტი, რომლის მიზანი საქართველოს ხელში ჩაგდებაა. სტატიის ავტორის შეფასებით, ეს იმეორებს პუტინის პარანოიდულ გაფრთხილებებს დასავლეთის მიერ შთაგონებული „ფერადი რევოლუციების“ შესახებ.
საერთაშორისო გამოცემას ყურადრების მიღმა არ დარჩენია ხელისუფლების მტკიცება, რომ 2008 წლის ომში დანაშაული მიუძღვის წინა ხელისუფლებას და რომ აპირებს ამ ყველაფრის სამართლებრივად დადასტურებას, რაც The Washington Post-ის ავტორის თქმით, არის აბსურდი, რადგან საქართველოში 2008 წელს რუსეთი შეიჭრა და მას ოკუპირებულია აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%.
პოლიტიკურ ჯგუფებს შორის თავისუფალი კონკურენციის გარეშე არ შეიძლება არსებობდეს დემოკრატია. სწორედ ამიტომაა საქართველოდან ბოლო ცნობები ასე საგანგაშო. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, ავტორიტარული, პრორუსული ჯგუფი, იმუქრება, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობას მოიპოვებს და აკრძალავს ყველა ოპოზიციურ პარტიას. ეს შესაძლოა იყოს საქართველოს დემოკრატიისთვის ბოლო გაფრთხილება. შეერთებულ შტატებს მეტის გაკეთება შეუძლია მის გადასარჩენად.
ბიძინა ივანიშვილმა, მილიარდერმა ყოფილმა პრემიერმა, რომელიც „ქართული ოცნების“ უკან დგას, არაერთხელ უწოდა ოპოზიციას ჩრდილოვანი გლობალური შეთქმულების ნაწილი, რომლის მიზანი საქართველოს ხელში ჩაგდებაა.
პრემიერმინისტრის ბოლო კომენტარები აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ "ქართული ოცნება" ემზადება ოპოზიციის გასანადგურებლად. ბატონმა კობახიძემ ცალსახად არ თქვა, როგორ განხორციელდება ეს, მაგრამ განაცხადა, რომ მმართველი პარტია დაამტკიცებს, რომ ოპოზიციამ სააკაშვილის მეთაურობით 2008 წლის ომის დანაშაულებრივი პროვოცირება მოახდინა, რაც აბსურდია: რუსეთი შეიჭრა საქართველოში და დღემდე ოკუპირებული აქვს მისი ტერიტორიის 20 პროცენტი", - წერია სტატიაში.
ავტორი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზეც საუბრობს და აცხადებს, რომ სხვა რეპრესიულ ქვეყნებში მსგავს კანონებს იყენებენ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების სტიგმატიზაციისა და მათი დაფინანსების ჩასახშობად.
„როდესაც პარტია „ქართულმა ოცნებამ“ სცადა გაეტარებინა რეპრესიული „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონი ამ წლის დასაწყისში, რომელიც შეიქმნა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ შემუშავებული კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები გამოვიდნენ ქუჩებში რომ გაეპროტესტებინათ ის, რასაც „რუსულ კანონს“ უწოდებდნენ და ხალხს წინ ახალგაზრდები მიუძღოდნენ. საბოლოოდ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, საპრეზიდენტო ვეტო გადალახა და კანონმდებლობა ძალაში შევიდა. სხვა რეპრესიულ ქვეყნებში მსგავს კანონებს იყენებენ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების სტიგმატიზაციისა და მათი დაფინანსების ჩასახშობად. ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილეს, რომ კანონი სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას, რაც უდავოდ, არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც „ქართული ოცნება“ და მისი რუსი მხარდამჭერები მხარს უჭერენ მას“, - აღნიშნულია სტატიაში.