დაგვიანებული სამართალი წართმეული სამართალია, იმოქმედეთ ევროპული მომავლის გადასარჩენად - ანა ნაცვლიშვილი საკონსტოტუციოს

06.09.24 11:25
დაგვიანებული სამართალი წართმეული სამართალია, იმოქმედეთ  ევროპული მომავლის გადასარჩენად - ანა ნაცვლიშვილი საკონსტოტუციოს

ყოველი დღე, ყოველი საათი, როდესაც თქვენ არ აჩერებთ ამ ქვეყანაში რუსული კანონის მოქმედებას, გაჩერებულია საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, - ამ სიტყვებით მიმართა  "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელსაც რუსული კანონის დროულად შეჩერებას მოსთხოვა.

ოპოზიციის წევრმა პირდაპირ თქვა, რომ დაგვიანებული სამართალი წართმეული სამართალია და საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია, ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად იმოქმედოს.

ერთი კვირა გადის, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მოისმინა რუსულ კანონთან დაკავშირებით უმძიმესი არგუმენტები, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებას ის არ ჩქარობს. მე მინდა ძალიან მკაფიოდ ვუთხრა სასამართლოს: ყოველი დღე, ყოველი საათი, როდესაც თქვენ არ აჩერებთ ამ ქვეყანაში რუსული კანონის მოქმედებას, გაჩერებულია საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. თქვენ, ისევე როგორც ნებისმიერ კონსტიტუციურ ორგანოს, გაკისრიათ ვალდებულება, რომ მიიღოთ ყველა ზომა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის და ხართ ვალდებულნი, რომ დროულად მიიღოთ გადაწყვეტილება რუსულ კანონთან დაკავშირებით. ძალიან დიდ ფასს იხდის ჩვენი ქვეყანა. ყოველი დღე, როდესაც ეს ქვეყანა აგრძელებს არა ქართული კონსტიტუციით, არამედ რუსული კანონით ცხოვრებას.
სწორედ საკონსტიტუციო განხილვის დროს ჩვენ ვნახეთ ბატონო ბორელის მკაფიო განცხადება, სადაც ის საუბრობს, რომ საქართველო შორდება ევროკავშირს. ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ ევროკავშირმა გააჩერა ერთ-ერთი ყველაზე უფრო მსხვილი პროექტი ამ დღეებში, რომელიც მიმართული იყო საქართველოს რეგიონებისკენ დაეს არის ძალიან დიდი დანაკარგი, რომელიც განიცადა ასობით ადამიანმა, რომლებიც საქართველოს რეგიონებშ ცხოვრობს და ვისთვისაც ეს პროექტი იყო უმნიშნელლოვანესი და ჩვენ ასევე ვხედავთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ყოველდღიურ განცხადებებს, რომლებიც ძალიან მძმე ტვირთად აწვება საქართველოს შესაძლებლობებს, სწრაფად გაიაროს გზა ევროკავშირისკენ.
ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ თქვენი პერსონალური პასუხისმგბელობა ამ ქვეყნის ათი ათასობით მოქალაქის წინაშე, ამ ქვეყნის ევროპული მომავლის წინაშე და კიდევ ერთხელ გითხრათ: დაგვიანებული სამართალი იქნება წართმეული სამართალი, ამიტომ აღასრულეთ ამ ქვეყნის კონსტიტუციური სამართალი და იმოქმედეთ საქართველოს ევროპული მომავლის გადასარჩენად, - განაცხადა ანა ნავცლიშვილმა. 

 

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის შეჩერების შესახებ ოპოზიციის და მესამე სექტორის სარჩელები განიხილა, თუმცა პროცესების დასრულებიდან ერთი კვირის თავზეც ვერდიქტი არ გამოუცხადებია.