"ნუ გავაგრძელებთ იმ გზას, რაც დღეს რუსეთშია" - თამარ კორძაიას მიმართვა საკონსტიტუციოს

06.09.24 11:46
"ნუ გავაგრძელებთ იმ გზას, რაც დღეს რუსეთშია" - თამარ კორძაიას მიმართვა საკონსტიტუციოს

"ნუ გავაგრძელებთ იმ გზას, რაც დღეს რუსეთშია", - ამ სიტყვებით მიმართა დღეს "ერთიანობის" ლდიერმა თამარ კორძაიამ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელსაც რუსული კანნონის შეჩერებასთან დაკავშირებით სწრაფი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა. 

საგანგებო ბრიფინგზე ოპოზიციის ლიდერმა იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რაც რუსული კანონის ამოქმდებით ქვეყანას და თითოეულ მოქალაქეს ემუქრება. 

წამზომი ჩართულია, ჩართულია ორივე მიმართულებით: ჩვენი სახელმწიფოს ევროინტეგრაციის საკითხის დადებითად გადაწყვეტა და ასევე თავისუფალი სივრცეების განადგურების ნაწილში. ჩვენ სასამართლოზე არაერთხელ წარმოგიდგინეთ არგუმენტები, რომ თავსიუფალი მედიის წარმომადგენლები, ვინც იქ იყვნენ და დავობდნენ, გელა მთივლიშილი, ნიინო ზურიაშვილი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, თავისუფალი მედიის წარმომადგენლები არ იქნებიან საქართველოში. ამიტომ არის სასწრაფოდ მისაღები გადაწყვეტილება.
 

ჩვენ კარგად ვიცით, რომ რუსეთში არ არსებობს „რადიო თავისუფლება“ , არ არსებობს „ნოვაია გაზეტა“, არ არსებობს „დოჟდი“ და ნუ გავაგრძელებთ იმ გზას, რაც რუსეთში არის დღეს, იმ ტოტალირაზიმს ნუ ჩავყვებით, რაც არის რუსეთში. ასევე, გთხოვთ, გავითვალისწინოთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, იმიტომ, რომ გვაქვს უმძიმესი პრეცედენტები, როდესაც ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ მოუგო საქართველოს დავა. მე მას ვულოცავ ამას, მაგრამ ჩვენ უარესი გველოდება წინ, იმიტომ, რომ ამ კანონის ყოველწუთიერი მოქმედება უმძიმეს დარტყმას აყენებს თავისუფალ მედიას, სამოქალაქო საზოგადოებსა და თითოეულ ადამიანს, - განაცხადა თამარ კორძაიამ.  
 

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის შეჩერების შესახებ ოპოზიციის და მესამე სექტორის სარჩელები განიხილა, თუმცა პროცესების დასრულებიდან ერთი კვირის თავზეც ვერდიქტი არ გამოუცხადებია.