ახალი მუქარა მოსკოვიდან - პუტინის რეჟიმი ოკუპირებული აფხახეთისა და ცხინვალის რეგიონის მიერთებაზე ალაპარაკდა

06.09.24 12:15
ახალი მუქარა მოსკოვიდან - პუტინის რეჟიმი ოკუპირებული აფხახეთისა და ცხინვალის რეგიონის მიერთებაზე ალაპარაკდა

ახალი მუქარა მოსკოვიდან - პუტინის რეჟიმი ოკუპირებული აფხახეთისა და ცხინვალის რეგიონის მიერთებაზე ალაპარაკდა. გამოცემა "ნიუს რუ"-თვის მიცემულ ინტერვიუში ვიქტორ ვოდოლაცკიმ განაცხადა, რომ ეს საკითხი რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყდეს. 

თუკი ჩატარდება სახალხო რეფერენდუმი, თუ ხალხი გამოთქვამს რუსეთთან შეერთების სურვილს, მაშინ დაიწყება ყველა კონსტიტუციური ნორმისა და უფლების გაფორმების სამართლებრივი პროცედურა“ - განმარტა პარლამენტარმა.

ვოდოლაცკის განმარტებით, ეს ასევე ეხება სამხრეთ ოსეთს და „ყველა სხვა სუვერენულ სახელმწიფოს, რომელსაც სურს შეუერთდეს“ რუსეთს.

1 სექტემბრიდან რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს ფინანსური დახმარება შეუჩერა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.  საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას თქმით, ეს სანქციები იმოქმედებს მანამ, სანამ რესპუბლიკა არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის დიმიტრი კოზაკის აფხაზეთის პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან შეხვედრის ოქმში, რომლის ნამდვილობაც შამბამ ვერ დაადასტურა, ნათქვამია, რომ აფხაზეთმა უნდა:

 

  • ეკონომიკურ საკითხებში სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ურთიერთ აღიარების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება;
  • რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის უზრუნველყოფა;
  • შეზღუდვების მოხსნა რუსი ინვესტორებისთვის კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე.