მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები მის პალატაში უკრაინის ომბუდსმენის შეშვებას ითხოვენ და იუსტიციის მინისტრს წერილით მიმართავენ

06.09.24 12:47
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები მის პალატაში უკრაინის ომბუდსმენის შეშვებას ითხოვენ და იუსტიციის მინისტრს წერილით მიმართავენ

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები რატი ბრეგაძეს წერილით მიმართავენ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მესამე პრეზიდენტის პალატაში უკრაინის სახალხო დამცველის შეშვებას ითხოვენ. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა იუსტიციის მინისტრს მსგავსი მოთხნოვნით მიმართავენ, თუმცა უშედეგოდ.

სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შემქნილი სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა შეაგროვეს ხელმოწერებიც. წერილი ბრეგაძის უწყებაში ცოტა ხნის წინ დატოვეს.

რატომ არ აქვს უფლებადამცველს მისი მონახულების საშუალება? ეს ნიშნავს იმას, რომ ზუსტად იმ პერიოდის განმავლობაში რასაც საუბრობდნენ მიხეილ სააკაშვილის წამების და არააადამიანური მოპყრობის ფაქტზე, მათ შორის არ ვართ შორს იმ მოწამვლის ფაქტისგანაც და ეს ყველაფერი გახდება ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის და რა თქმა უნდა, პირველ რიგშ, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. ეს არის მიზეზი, რომ დამალონ კუდები, - ამბობს სააკაშილის მხარდამჭერი.