რატომ არ შეხვდა გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციას შალვა პაპუაშვილი- სამხარაძე მიზეზებზე საუბრობს

06.09.24 13:34
რატომ არ შეხვდა გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციას შალვა პაპუაშვილი- სამხარაძე მიზეზებზე საუბრობს

რატომ არ შეხვდა გერმანიის ბუნდესტაგის საპარლამენტო დელეგაციას შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის საგაერო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ,  დაადასტურა ის, რაც ოპოზიციამ თქვა - “პაპუაშვილმა ამ შეხვედრისთვის ვერ მოიცალა, რადგან უფრო მნიშვნელოვანი იყო ამომრჩეველთან შეხვედრა“.

ნიკოლოზ სამხარაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეებთან შეხვედრა ყოველთვის უფრო  პრიორიტეტულია, ვიდრე სხვასთან.

პაპუაშვილი არ იმყოფება თბილისში, ის არის წასული რეგიონში, ყველას სახელით მე შევხვდი ბუნდესტაგის წარმომადგენელბს. კობახიძის შესახებ არ ვიცი, მაგრამ პაპუაშვილი ახლა იმერეთშია. წინასაარჩევნოდ უფრო მიშვნელოვანია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდეს საკუთარ ამომრჩეველს, ვიდრე ნებისმიერ სხვას. საქართველოს მოქალაქე და მასთან შეხვედრა ყოველთვის უფრო პრიორიტეტულია და უნდა იყოს, ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის. ის ფაქტი, რომ ჩვენთვის მოქალაქეებთნ შეხვედრაა პრიორიტეტული, სწორედ ამიტომ გვაქვს ასეთი დიდი მხარდაჭერა“,- ამბობს სამხარაძე.

მმართველი გუნდი იმასაც არ მალავს, რომ ისინი რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების, საგარეო ურთიეთობათა კომიტეტების ხელმძღვანელების  გამოსვლას, განსაკუთრებით კი მიხაილ როთის მიმართვას ვერ ივიწყებენ.

“ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა, ლევან მაჭავარიანმა სწორედ მისი გამოსვლა გაიხსენა და აღნიშნა, რომ “მისი სიტყვა იყო ძალიან შეურაცხმყოფელი, როცა მან თქვა, რომ ქრისტიანობა ასოცირდება სიბნელესთან“.

მანამდე ოპოზიციამ გააჟღერა, რომ გერმანიის ბუნდესტაგის საპარლამენტო დელეგაციას შალვა პაპუაშილმა შეხვედრაზე უარი უთხრა. ეს ინფორმაცია დელეგაციასთან შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციონერმა ლიდერებმა გამოიტანეს. არსებული ინფორმაციით, საგანგებო მისიით თბილისში ჩამოსული პოლიტიკოსები პარლამენტის თავმჯდომარემ მოუცლელობის გამო არ მიიღო.