ცხადია, რომ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით "ოცნებას" პოზიცია არ აქვს - თამარ კორძაია
ცხადია, რომ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით "ოცნებას" პოზიცია არ აქვს, - ასე აფასებს "ერთიანობის" ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია ხელისუფლების დუმილს რუსეთის მორი მუქარაზე.
ოპოზიციის წევრის თქმით, "ოცნების" დუმილით რუსეთი რწმუნდება, რომ ყველაფრის უფლება აქვს, მათ შორის, საქართველოს მასშტაბით.
ძალიან ნათელია ერთი რამ: პოზიცია აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ხედავს, რომ რუსეთისთვის ყველაფერი მისაღები და დასაშვებია არა თუ აფხაზეთის, არამედ საქართველოს მასშტაბითაც კი, - ამბობს კორძაია.
პუტინის რეჟიმი ოკუპირებული აფხახეთისა და ცხინვალის რეგიონის მიერთებაზე ალაპარაკდა. გამოცემა "ნიუს რუ"-თვის მიცემულ ინტერვიუში ვიქტორ ვოდოლაცკიმ განაცხადა, რომ ეს საკითხი რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყდეს. ამ ფონზე კი საქართველოს ხელისუფლება ისევ დუმილის რეჟიმშია.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.