"ოცნება" დუმს ნაცვლად იმისა, რომ მკვეთრი განცხადებები გააკეთოს - სამნიძე აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე

06.09.24 13:38
"ოცნება" დუმს ნაცვლად იმისა, რომ მკვეთრი განცხადებები გააკეთოს - სამნიძე აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე

აფხაზეთში მიდინარე პროცესებთან დაკავშირებით ხელისუფლების დუმილი "ცვლილელებისთვის" წევრს, ხათუნა სამნიძეს არ უკვირს. ოპოზიციის წევრის თქმით, ცხადია, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკა რუსეთის პოლიტიკასთან არის თანხვედრაში. 

სამნიძე პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანა სახიფათო მდგომარეობაშია და ახლა ყველაზე მნიშნელოვანი მოახლოებული არჩევნებია.  

პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოს ხელისუფლება დუმს მაშინ, როდესაც მკვეთრი განცხადებები უნდა კეთდებოდეს, იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა არის ერთი ერთში რუსული პოლიტიკის გაგრძელება და ყველა მისი პროპაგანდა და წინასაარჩევნო გზავნილები იმდენად თანხვედრაშია რუსეთთან, რომ ჩვენ რუსი მაღალჩინოსნებისგან შექება გვესმის „ქართული ოცნების“. ძალიან სახიფათო პროცესში ვართ, უმნიშვნელოვანესია 26 ოქტომბრის არჩევნები, - ამბობს ხათუნა სამნიძე.  

პუტინის რეჟიმი ოკუპირებული აფხახეთისა და ცხინვალის რეგიონის მიერთებაზე ალაპარაკდა. გამოცემა "ნიუს რუ"-თვის მიცემულ ინტერვიუში ვიქტორ ვოდოლაცკიმ განაცხადა, რომ ეს საკითხი რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყდეს.  ამ ფონზე კი საქართველოს ხელისუფლება ისევ დუმილის რეჟიმშია.