სულ მცირე ერთი დაღუპული და 30 დაშავებული - რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქზე იერიში მიიტანა
სულ მცირე ერთი დაღუპული და 30 დაშავებული - რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქზე იერიში მიიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი სერხი ლისაკი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა შორის 11 და 4 წლის ორი ბიჭი და 9 წლის გოგო არიან. გუბერნატორის განცხადებით, საავადმყოფოში გადაყვანილი ორი მაცხოვრებლის მდგომარეობა მძიმეა.
ქალაქში რამდენიმე დარტყმა დაფიქსირდა, შედეგად მაღალსართულიან კორპუსში მდებარე ბინას ცეცხლი გაუჩნდა. ლისაკის თქმით, სასწრაფო დახმარების სამსახურებმა ცეცხლის ლიკვიდირება შეძლეს და ხუთი ადამიანი გადაარჩინეს.
მსგავსი სიახლეები
31.10.26 21:35
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.