გაგვიკვირდა, არავინ რომ არ შეგვხვდა, იმ მიზეზით, რომ მათ დრო არ ჰქონდათ - გერმანელი დეპუტატი

06.09.24 14:58
გაგვიკვირდა, არავინ რომ არ შეგვხვდა, იმ მიზეზით, რომ მათ დრო არ ჰქონდათ - გერმანელი დეპუტატი

ბუნდესტაგისს დელეგაციის წევრები აცხადებენ, რომ თუ საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი გაგრძელდა, გერმანიის ბუნდესტაგი ვერ დაუჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას.

გერმანელი დეპუტატები სამწუხაროს უწოდებენ იმ ფაქტს, რომ მთავრობის წევრებიდან ვერავინ მოიცალა მათან შესახვედრად.

ჩვენ 3 დღიანი შეხვედრები გვქონდა, სადაც ვილაპარაკეთ ყველასთან, ენჯეოებთან, ოპოზიციის წარმომადგენლებთან და ხალხთან, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას. სამწუხაროდ, არ გვქონდა პატივი გვესაუბრა მთავრობის წევრებთან, რადგან არ ეცალათ, ეს ჩვენთვის ახალი იყო, ვინაიდან შესაძლებლობა არ იყო ერთი ადამიანი მაინც ყოფილიყო მთავრობის წარმომადგენელი, რომელიც შეგვხვდებოდა.

როგორც თქვენ იცით, ჩვენ ვართ გერმანიიდან, მაღალ დაფეხურზე მდგომი დელეგაცია, რომელსაც გავლენები ექნება შემდეგ ამ ყველაფერზე და გაგვიკვირდა, არავინ რომ არ შეგვხვდა და შესაძლებელი არ იყო ერთი ადამიანის გამოჩენაც კი, იმ მიზეზით, რომ მათ დრო არ ჰქონდათ, მიუხედავად იმისა რომ კვირებით ადრე დაანონსდა ჩვენი აქ ვიზიტი. ჩვენ ვიცით რომ ახლა ძალიან ცუდი მდგომარეობაა, მიმდინარეობს ბრძოლა დემოკრატიასა და აუტოკრატიას შორის“,- განაცხადა  თავისუფალი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, ულრიხ ლეხტემ.

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციათა სპიკერების დელეგაციის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გერმანიის საელჩომ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დებორა დიურინგმა (კავშირი 90/მწვანეები), იურგენ ჰარდტმა (ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი/CDU), ულრიხ ლეხტემ (თავისუფალი დემოკრატიული პარტია/FDP) და ნილს შმიდმა (სოციალ-დემოკრატიული პარტია/SPD).