სავარაუდო ძალადობა ირაკლი ეძგვერაძეზე - "პირველების" ინფორმაციით, საქმეში კრიმპოლის მაღალჩინოსანი ფიგურირებს

06.09.24 15:20
სავარაუდო ძალადობა ირაკლი ეძგვერაძეზე - "პირველების" ინფორმაციით, საქმეში კრიმპოლის მაღალჩინოსანი ფიგურირებს

ვინ არის პოლიციელი, რომელმაც ირაკლი ეძგვერაძეს, სავარაუდოდ, დაზიანებები მიაყენა? - "პირველებმა" დაადგინა, რომ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანი გიორგი ზუბადალაშვილია.

ეს არ არის ერთადერთი სკანდალური საქმე, რომელშიც პოლიციის მაღალჩინოსანი ფიგურირებს.

  • ზუბადალაშვილი  მონაწილეობს "პოლიციელებს ბოსების შეიარაღებულ შეტაკებაში" - ამის ამსახველი კადრები "შაბათის ეთერში"  დაახლოებით 10 თვის წინ გავიდა. ასევე უნდა აღინიშნოს, ის კრიმინალურ პოლიციაში მისვლამდე თბილისის მთავარ სამმართველოში მუშაობდა. 

"პირველები" დაინტერესდა, დაიბარეს თუ არა ზუბადალაშვილი კოკა კაციტაძის უწყებაში და მისცა თუ არა მან საგამოძიებოს ჩვენება, თუმცა კრიმპოლის მაღალჩინოსანმა "ტვ პირველს" ტელეფონი გაუთიშა. 

პარალელურად, ზაჰესის ზოლატორში ოთხ საათიანი გამოკითხვა დასრულდა. კოკა კაციტაძის უწყების გამომძიებელს ირაკლი ეძგვერაძემ უამბო, რა მოხდა და როგორ ვითარდებოდა მოვლენები გლდანში. ადვოკატ, ლაშა ტყეშელაძის ინფორმაციით, ოპოზიციონერმა დაასახელა იმ პირის ვინაობაც, რომელმაც, მისი თქმით, უშუალოდ დაზიანებები მიაყენა.

ახლა ეძგვერაძე სამართალდამცველისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას და დაკავებას მოითხოვს. 

დაზიანებები ირაკლის ეტყობა სხვადასხვა ტანის მიდამოებში სილურჯეები და გამომძიებელმა თავის თვალით ნახა. ასევე, ამოიღო თავისი დადგენილება. პირველ რიგში ახლა, პირველი მოთხოვნა არის, რომ შეუწყდეს უფლებამოსილება აი იმ ადამიანს, რომელმაც იძალადა ირაკლი ეძგვერაძეზე, რომლის კადრებიც არის გავრცელებული და რომლის სახელი და გვარი იცის საზოგადოებამ. მთავარი არის, ის რომ საჯაროდ რა ინფორმაციაც არის გავრცელებული, რომ ეს ადამიანი ჩანს, ვიცით სახელი და გვარი და გამოძიებას აქვს უკვე მტკიცებულებები, რომ ამ ადამიანს შეუზღუდოს უფლებამოსილება და დააკავოს. ეს არის ის პირი, რომელიც გავრცელდა სოციალურ ქსელში, ვიდეოს საშუალებით, რომელიც ჩვენ გავავრცელეთ, რომ ეს პირი ძალადობს ირაკლიზე. გავრცელებული არის კადრები, როგორ ძალადობს, მისი სახელი და გვარი ცნობილია, უნდა შეუწყვიტონ ამ ადამიანს უფლება-მოსიელბა, ეს ადამიანი უნდა დააკავონ და წაუყენონ ბრალი", - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ. 

  • ირაკლი ეძგვერაძე ამბობს, რომ დაკავების მომენტში სამართალდამცველებმა მის მიმართ ძალას გადაამეტეს. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ ოპოზიციონერის უფლებადამცველმა იზოლატორიდან გამოიტანა. ადვოკატის თქმით, ენმ-ს საკრებულოს წევრს ჩალურჯებები და სისხლნაჟღენთები ახლაც ეტყობა. 

შეგახსენებთ, რომ ხმაური და დაპირსპირება ირაკლი ეძგვერაძის სახლთან გუშინწინ, გვიან ღამით დაიწყო. საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ხელბორკილები პოლიციამ დაადო. გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ გლდანში იმ დროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. კადრებში ისმის ხმაც, რომ "არიან პოლიციელები და აკავებენ". შინაგან საქმეთა სამინისტროშიი ამტკიცებენ, რომ ეძგვერაძის დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა, რადგან დაკავებულმა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ასრულებდნენ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, ხელი შეუშალა. თუმცა ამ ვერსიის არ სჯერათ "ერთიანობის კოალიაციაში", ფიქრობენ, რომ ეს ოცნების დაანონსებული შურისძიებისს დასაწყისია წინასაარჩევნოდ.