"თქვან, რა გადაწყვეტილება მიიღეს... ეს დაგვანახებს, გაუძლო თუ არა საკონსტიტუციომ გამოცდას" - ბესელია რუსულ კანონზე
"სამართლიანობის" ლიდერი ეკა ბესელია საკონსტიტუციო სასამართლოს რუსულ კანონთან დაკავშირებით გადაწყვეტილების დროულად გამოცხადებისკენ მოუწოდებს. ოპოზიციონერი ლიდერი იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც შესაძლოა, რუსული კანონის ამოქმედებას მოჰყვეს, მათ შორის, საუბარია პირადი ხასიათის ინფორმაციების ხელმისაწვდომობაზე.
ბესელიას თქმით, გადაწყვეტილება ასევე მნიშვნელოვანია, რათა ცხადი გახდეს, გაუძლო თუ არა საკონსტიტუციო სასამართლომ ობიექტურობის და დემოკრატიულობის გამოცდას.
ყველა მოქალაქეს, ვისი ინფორმაციაც შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი, მათ შორის, საბანკო ინფორმაციები, პირადი ხასიათის ინფორმაციები, განსაკუთრებული ხასიათის მქონე დაცული ინფორმაციები შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი მოიტორინგის პროცესში. ამის თავიდან საცილებლად არის ამ გადაწყვეტილების გამოცხადება და გადაწყვეტილების გამოცხადებაში ვგულისხმობ ამ კანონის შეჩერების აუცილებლობას ასეთი მნიშვნელოვანი, მაგრამ რარაც მაინც გამოაცხადონ, თქვან, რა გადაწყვეტილება მიიღეს. ეს ჩვენ დაგვანახებს, საკონსტიტუციო სასამართლომ გაუძლო თუ არა ამ გამოცდას, რომ შემდეგ გავაგრძელოთ გზა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსკენ, - ამბობს ეკა ბესელია.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის შეჩერების შესახებ ოპოზიციის და მესამე სექტორის სარჩელები განიხილა, თუმცა პროცესების დასრულებიდან 5 დღის თავზეც ვერდიქტი არ გამოუცხადებია.