რატომ არ შეხვდა ირაკლი კობახიძე ბუნდესტაგის დელეგაციას - პრემიერის პირველი კომენტარი

06.09.24 15:43
რატომ არ შეხვდა ირაკლი კობახიძე ბუნდესტაგის დელეგაციას - პრემიერის პირველი კომენტარი

საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი კობახიძე ბუნდესტაგის წევრებთან შეხვედრაზე უარის მიზეზს ასახელებს და მათ ერთ-ერთ წევრს (საუბარია მიხაილ როთზე) რევოლუციურ მცდელობაში ადანაშაულებს.

კობახიძე მიზანშეწონილად არ მიიჩნევს გერმანელ დეპუტატებთან შეხვედრას და ამბობს, რომ მათთან სასაუბროდ გუნდის ერთ-ერთი წევრი გაუშვეს და ხელისუფლების სათქმელს სწორედ ის გაუზიარებს.

მთხოვეს , მაგრამ არ არის მიზანშეწონილი, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, ჩემი შეხვედრა, მათ შორის იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ერთ-ერთი მათი კოლეგა იყო ჩამოსული, შეხვდა ჩვენი გუნდის წევრი და ამის შემდეგ, რამდენიმე საათში ის აღმოჩნდა რადიკალური ოპოზიციის მიერ მოწყობილ აქციაზე, პირდაპირ სცენაზე იყო ასული და ჩართული იყო რევოლუციურ მცდელობაში, ასეთი აქტები მიუღებელია და ამის შემდეგ შეხვედრაც მიუღებელია. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წვერი შეხვდება ბუნდესტაგის დელეგაციას და გაუზიარებს ჩვენ სათქმელს. თუმცა რამდენად შედეგიანი ქინება, ეს გამოჩნდება“, - უთხრა ჟურნალისტებს კობახიძემ. 

გერმანიის ბუნდესტაგის საპარლამენტო დელეგაციას შალვა პაპუაშილმა შეხვედრაზე უარი უთხრა. ასევე უარი განაცხადა პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ. ეს ინფორმაცია დელეგაციასთან შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციონერმა ლიდერებმა გამოიტანეს. არსებული ინფორმაციით, საგანგებო მისიით თბილისში ჩამოსული პოლიტიკოსები პარლამენტის თავმჯდომარემ მოუცლელობის გამო არ მიიღო.