რატომ იმსახურებს "ოცნება" რუსეთის ქებას და ევროპის კრიტიკას - პრემიერის პასუხი

06.09.24 15:52
რატომ იმსახურებს "ოცნება" რუსეთის ქებას და ევროპის კრიტიკას - პრემიერის პასუხი

"ცარიელი სპეკულაციებია" - ასე პასუხობს პრემიერი კითხვას, რატომ აქებს "ქართულ ოცნებას" რუსეთი და რატომ აკრიტიკებს მას მუდმივად ევროპა. ირაკლი კობახიძე ისევ ამტკიცებს, რომ მმართველი პარტია ქვეყნის ეროვნული ინტერსებით მოქმედებს და მისთვის უცხო ქვეყნების განცხადებები უინტერესოა. 

ეს არის ცარიელი სპეკულაციები. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ არ ვიყურებით განცხადებებისკენ სხვადასხვა მიმართულებით, ჩვენ ვიყურებით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისკენ. ყველა ნაბიჯი იდგმება სწორედ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ეს არის ჩვენი ერთადერთი ამოსავალი წერტილი. ჩვენი ოპონენტები არიან ისინი, ვინც ხან აქეთ იყურება, ხან იქით იყურება, მუდმივად დასდევენ ხან ევროპულ განცხადებებს, ხან რუსულ განცხადებებს. ჩვენთვის ეს არ არის მთავარი. ჩვენთვის მთავარია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები და მომავლშიც ვიმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად, - ამბობს კობახიძე.