ეძგვერაძემ თქვა, რომ მიზანმიმართულ ცემას ადგილი არ ჰქონია - რას ამტკიცებს გამომძიებელი?
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი, გიორგი აბუაშვილი ადასტურებს, რომ ირაკლი ეძგვერაძეს დაზიანებები ნამვდილად აღენიშნება.
კოკა კაციტაძის უწყების გამომძიებელი ჟურნალისტებთან ამტკიცებდა, რომ გამოკითხვის დროს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს არ უთქვამს, რომ სამართალდამცველებმა მიზანმიმართულად სცემეს.
გიორგი აბუაშვილი ამბობს, რომ ენმ-ის წარმომადგენელს, რომელსაც ხელბორკილები გლდანში, 4 სექტემბერს დაადეს, პრეტეზნია უკანონო დაკავებასა და პოლიციელების მხრიდან უხეშ ქმედებებზე ჰქონდა.
გასაუბრებისას მან აღნიშნა, რომ პოლიციელების მხრიდან მის მიმართ რაიმე სახის მიზანმიმართულ დარტყმას, ან ცემას ადგილი არ ჰქონია, ის პრეტენზიებს უსაფუძვლო დაკავებასთან დაკავშირებით აფიქსირებს, რომ მისი დაკავება უკანონოდ მოხდა, ამასთან დაკავშირებით სასამართლო იმსჯელებს. ასევე პრეტენზიას აფიქსირებს, რომ მას პოლიციელები დაკავებისას უხეშად ექცეოდნენ", - ამბობს გამომძიებელი.
დაადო თუ არა ხელი ირაკლი ეძგვერაძემ გიორგი ზუბადალაშვილს და თქვა თუ არა, რომ სწორედ კრიმპოლის თანამშრომელმა გადაამეტა ძალას მის მიმართ, "პირველების" ამ კითხვაზე, გამომძიებელი ამტკიცებს, რომ ენმ-ს საკრებულოს წევრს კონკრეტულ გვარები არ დაუსახელებია.
დაიწყება თუ არა გამოძიება აღნიშნულ საქმეზე, კოკა კაციტაძის უწყების წარმომადგენელი ამბობს, რომ კონკრეტულად ჯერ ვერაფერს იტყვის.
კონკრეტულ პიროვნებაზე საუბარი არ ჰქონია მას.... კონკრეტული სახელი და გვარი მას არ დაუფიქსირებია. აღნიშნულზე შეფასება მოხდება აუცილებლად, ახლა მეტ კონკრეტულს ვერაფერს ვერ გეტყვით. მიზანმიმართულ ცემას და დარტყმას ადგილი არ ჰქონია, ესეც თქვა", - ამბობს გიორგი აბუაშვილი.
- ირაკლი ეძგვერაძე ამბობს, რომ დაკავების მომენტში სამართალდამცველებმა მის მიმართ ძალას გადაამეტეს. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ ოპოზიციონერის უფლებადამცველმა იზოლატორიდან გამოიტანა. ადვოკატის თქმით, ენმ-ს საკრებულოს წევრს ჩალურჯებები და სისხლნაჟღენთები ახლაც ეტყობა.
შეგახსენებთ, რომ ხმაური და დაპირსპირება ირაკლი ეძგვერაძის სახლთან გუშინწინ, გვიან ღამით დაიწყო. საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ხელბორკილები პოლიციამ დაადო. გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ გლდანში იმ დროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. კადრებში ისმის ხმაც, რომ "არიან პოლიციელები და აკავებენ". შინაგან საქმეთა სამინისტროშიი ამტკიცებენ, რომ ეძგვერაძის დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა, რადგან დაკავებულმა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ასრულებდნენ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, ხელი შეუშალა. თუმცა ამ ვერსიის არ სჯერათ "ერთიანობის კოალიაციაში", ფიქრობენ, რომ ეს ოცნების დაანონსებული შურისძიებისს დასაწყისია წინასაარჩევნოდ.