რატომ არ შეხვდა პაპუაშვილი ბუნდესტაგის დელეგაციას - “მე ვიმყოფები ქუთაისში, ისინი თბილისში“
რატომ არ შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარე ბუნდესტაგის დელეგაციას - შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ის იმყოფება ქუთაისში, დელეგაციის წევრები კი თბილისში.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს ჰქონდა კოლეგებთან შეხვედრის შესაძლებლობა.
მთავრობა და მე ვიმყოფებით ქუთაისში, ხოლო ბუნდესტაგის დელეგაცია იმყოფება თბილისში. მათ შეხვდა ჩვენი პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე. ასე რომ მას ჰქონდა შესაძლებლობა კოლეგებთან საუბრის“,- განუცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
გერმანიის ბუნდესტაგის საპარლამენტო დელეგაციას შალვა პაპუაშილმა შეხვედრაზე უარი უთხრა. ეს ინფორმაცია თავდაპირველად დელეგაციასთან შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციონერმა ლიდერებმა გამოიტანეს. არსებული ინფორმაციით, საგანგებო მისიით თბილისში ჩამოსული პოლიტიკოსები პარლამენტის თავმჯდომარემ მოუცლელობის გამო არ მიიღო. როგორც გაირკვა პაპუაშვილი ქუთაისში ივანიშვილის დაფუძნებული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა საღამოს დაესწრო.