აშშ-თან დაპირისპირება ახალ ეტაპზე გადადის - "ოცნების" ზრახვები ამერიკელმა სენატორმა გათქვა

06.09.24 20:19
აშშ-თან დაპირისპირება ახალ ეტაპზე გადადის  - "ოცნების" ზრახვები ამერიკელმა სენატორმა გათქვა

 

 

ივანიშვილი ქვეყანაში დიქტატურას ამყარებს - ასეთია ამერიკის  სენატის დასკვნა. ჯინ შაჰინი, რომელიც შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ერთ ერთ განსაზღვრელია, საქართველოს თემაზე სკანდალურ ინტერვიუს ამერიკულ მედიას აძლევს. შაჰინმა კობახიძე გათქვა. ირკვევა, რომ პრემიერმა ამერიკელებს სთხოვა, შეეწყვიტა არასამთავრობოების დაფინანსება, რომ მათ "ქართული ოცნების" მამხილებელ საქმიანობაში პრობლემები შეექმნათ. 

სენატორის მხილების საპასუხოდ კობახიძე ვა ბანკზე წავიდა და დღეს შეერთებული შტატების ერთ-ერთი გავლენიან პოლიტიკურ ფიგურას "მატყუარა" ეძახა. "ქართული ოცნება" მისი მოქმედებით საქართველოს მთავარ პარტნიორთან კავშირებს დღითი დღე ჭრის. ყველა წითელი ხაზი გადაკვეთილია, ვითარება იმდენად მძიმეა, რომ "ვაშინგტონ პოსტი" სტატიაში პირიდაპირ ალაპარაკდა, როგორ ნადგურდება დემოკრატია საქართველოში და ქვეყანა ცხოვრებას ცივილიზაციისგან სრულ იზოლაციაში იწყებს. 

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.