გერმანიის ულტიმატუმი "ოცნებას" - რა გზავნილებით ჩამოვიდა ბუნდესტაგის დელეგაცია საქართველოში
გერმანიის ულტიმატუმი საქართველოს ხელისუფლებას - "არ გააუქმებთ რუსულ კანონს და არ დავუჭერთ მხარს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას". ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება. გერმანიის მთავრობის პირობებს შორის არის 9 პუნქტიანი გეგმის შესრულება, რომელსაც ევროკავშირის ლიდერი სახელმწიფო საქართველოს მთავრობიდან ითხოვს. თბილისში ჩამოსული ბუნდესტაგის დელეგაცია არ მალავს, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში ევროკავშირში გაწევრიანების შანსი არ არსებობს.
ამ მძიმე გზავნილების პირისპირ მოსმენას კი "ოცნებამ" თავი დემარშით აარიდა. ბუნდესტაგის დელეგაციას არ შეხვდა პრემიერი და არც პარლამენტის თავმჯდომარე. ერთადერთი დეპუტატი, რომელიც აუდიენციაზე გაუშვეს, ნიკოლოზ სამხარძე იყო. ბოლოს გაირკვა, რომ ოლიგარქის გუნდი ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეზეა გაბრაზებული, ვინც პირველად დასვა ტოლობის ნიშანი "ქართულ ოცნებასა" და "ქართულ კოშმარს" შორის.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.