გაუქმდება თუ არა რუსული კანონი - ქვეყანა საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტის მოლოდინშია

06.09.24 20:45
გაუქმდება თუ არა რუსული კანონი - ქვეყანა საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტის მოლოდინშია

 

 

საკონსტიტუციო სასამართლოს დუმილი ქვეყანას ყოველ დღე მძიმე ფასი უჯდება. ვიდრე პლენუმი ფიქრობს გააჩეროს თუ არა რუსული კანონი,  სამოქალაქო სექტორს რეპრესიები უახლოვდება.   მოსალოდნელია, რომ იუსტიციის სამინისტროს სადამსჯელო სამსახური მოქმედებაზე გადავა და ე.წ ურჩი ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებს, რაც შესაძლოა, ქვეყანაში სამოქალაქო სექტორის გაუქმებით დასრულდეს.

თითქმის ერთი კვირაა, მთელი ქვეყანა საკონსტიტუციო სასამართლოს რვა მოსამართლის ვერდიქტს ელოდება. რატომ ჭიანურდება გადაწყვეტილების გამოცხადება უცნობია. არადა, არსებობს პრაქტიკა, როცა ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, ასეთ  მნიშვნელოვან საქმეზე ორ სამ დღეში ცხადდებოდა გადაწყვეტილება.

უქმდება თუ არა რუსული კანონი, ამის გარკვევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებმაც უნდა დაგეგმონ, როგორ და რა ფორმით მივლენ არჩევნებამდე.

რცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.