ზეწოლა ოკუპირებულ აფხაზეთზე და მუქარა მოსკოვიდან - ოფიციალური თბილისი დუმს
ზეწოლა ოკუპირებულ აფხაზეთზე და დუმილის რეჟიმში მყოფი საქართველოს ხელისუფლება - ოფიციალური თბილისი ამ დრომდე დუმს. დუმს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ამ ფონზე კი კრემლი ოკუპირებულ აფხაზეთს შანტაჟის გზით აიძულებს, შეასრულოს მოთხოვნები. ლავროვმა უკვე დაანონსა, რომ წნეხი იქამდე გაგრძელდება ვიდრე მიზანს არ მიაღწევენ. ანუ ვიდრე რუსეთის მოქალაქეებს არ მისცემენ უფლებას, აფხაზეთშიი ქონება შეიძინონ და დაიკანონონ.
კრემლმმა სხვა ჩანაფიქრიც გათქვა. მოსკოვში უკვე ღიად ალაპარაკდნენ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიერთების შესახებ. რუსეთში ფიქრობენ, რომ ეს საკითხი რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყდეს.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამ ფონზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების დუმილი, პრაქტიკულად, დანაშაულის ტოლფასია. ოპონენტების თქმით, სიფრთხილის და არ გაღიზიანების პოლიტიკასანექსიამდე მიჰყავს.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.