ხმაური და დაპირისპირება საქალაქო სასამართლოში - რა მოხდა ეძგვერაძის და ნადირაძის პროცესებზე

06.09.24 20:04
ხმაური და დაპირისპირება საქალაქო სასამართლოში - რა მოხდა ეძგვერაძის და ნადირაძის პროცესებზე

 

 

დაპირისპირება საქალაქო სასამართლოში - ლევან ხაბეიშვილს მანდატურებმა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ირაკლი ნადირაძის პროცესზე ოპოზიცია მოითხოვდა, შეწყვიტოს ხელისუფლებამ არჩევნების წინ პროვოკაციები და მათ საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება მისცეს.

მანამდე იყო სხდომა საკრებულოს კიდევ ერთი დეპუტატის საქმეზე.  ირაკლი ეძგვერაძე 48 საათიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფალია. პირველივე ინტერვიუში საკრებულოს დეპუტატმა ისაუბრა, როგორ იძალადეს მასზე პოლიცილებმა. ეძგვერაძეს კარგად ახსოვს, ვინ იყო ის სამართალდამცველი, ვინც მის საცხოვრებელ სახლთან პროვოკაცია მოაწყო, რაც საბოლოოდ, კოალიცია "ერთიანობის" გლდანის საარჩევნო შტაბის უფროსის დაკავებით დასულდა. 

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.