"მოვუწოდებ, გამოფხიზლდნენ, მოლაპარაკებების გახსნის შანსი არ არის" - ექსკლუზიური ინტერვიუ პიტერ სტანოსთან

06.09.24 20:42
"მოვუწოდებ, გამოფხიზლდნენ, მოლაპარაკებების გახსნის შანსი არ არის" - ექსკლუზიური ინტერვიუ პიტერ სტანოსთან

 

 

"ქართული ოცნება" ოცნებობს და პარალელურ რეალობაში ცხოვრობს, - ეს განცხადება უმაღლესი ევროკომისარის სპიკერმა "პირველებთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა. პიტერ სტანომ არჩევნებამდე ორი თვით ადრე საქართველოში არსებული ვითარება მიმოიხილა და პირდაპირ თქვა, მოცემულ ვითარებაში მცირე შანსიც კი არ არსებობს, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან გაწევრებაზე მოლაპარაკებეი გახსნას.

ამასთან, სტანო აღნიშნავს, რომ ევროკავშირი საქართველოში არჩევნებს ყურადღებით დააკვირდება და სამომავლო ქმედებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სწორედ ამის შემდეგ მიიღებს

ევროკავშირი და მისი წევრი სახლმწიფოები იყვნენ ძალიან მკაფიო როცა თქვეს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი დეფაქტო გაყინულია მმართველი უმრავლესობის ქმედებების გამო. იმის ნაცვლად, რომ ეს ნეგატიური ტრენდი შეიცვალოს, მთავრობამ, სამწუხაროდ, ახალი გადაწყვეტილებები მიიღო, რომელმაც ამ ნეგატიური ტრენდის ფონზე, საქართველო კიდევ უფრო დააშორა ევროპულ გზას.

ჩვენ მოვისმინეთ ძალიან, ძალიან არაკონსტრუქციული და საშიში რიტორიკა, ოპოზიციური პარტიების სავარაუდო აკრძალვასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე არღვევს ევროკაშირის დემოკრატიულ ღირებულებებს. ევროკავშირის ანგარიში იქნება ძლიან მნიშნელოვანი შეფასება მთავრობისთვის, იმის საჩვენებლად რამდენად ცუდად ან კარგად ასრულებენ ქართველი ხალხის ევროკავშირში ინტეგრაციის ამბიციებს, მაგრამ ამ დროის მონაცემებით ისინი ამას ძალიან ცუდად აკეთებენ. თქვენ გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველო ევროკაშირისგან შორს დამდგარიყო, რადგან ის ქმედებები, როგორიცაა ე.წ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც, რეალურად, გამჭვირვალობას არ გულისხმობს. ეს ყველაფერი ეწინაღმდეგება ევროკაშირის ძირითად პრინციპებს. ამ მოცემულობაში შანსი არაა საქართველოს ევროინტეგრაცია, მაგრამ კურსის შესაცვლელად დრო ისევ არის. ალბათ მათ მხედველობაში სხვა ევროკავშირი აქვთ, როდესაც ამბობენ, რომ ევროკავშირში მაინც გაწევრიანდებიან. რა თქმა უნდა, ამ მიდგომით და ქმედებებით ისინი გაწევრიანებას ვერ შეძლებენ . ალბათ ისინი ოცნებობენ, ან რაღაც პარალელურ რელობაში ცხოვრობენ, ან ჰგონიათ, რომ ევროკაშირი პუტინის მმართველობის ქვეშ მყოფი ორგანიზაციაა. ყველას მოვუწოდებ, გამოფხიზლდნენ, - განაცხადა სტანომ.

 

 

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

სტანო არ მალავს, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე ევროკავშირის ლიდერები ვიზალიბერალიზაციის დროებით შეჩერების პროცესსაც განიხილავენ, რომელიც მხოლოდ "ოცნების" ლიდერებს შეეხება. მისი თქმით, მათ შორის განიხილება ფინანსური სანქციებიც. სტანო ხაზს უსვამს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება თუ არჩევნები ევროკავშირის სტანდარტებით არ ჩატარდება. 

ძალიან ცუდი ნიშანია ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკაშირში ინტეგრაცია უნდა, რომ ყოველ თვე ევროკაშირის ლიდერები საქართველოზე ნეგატიურ კონტექსტში მსჯელობენ. ივნისში ასეთი დისკუსიიის შემდეგ, ევროკაშირმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მექანიზმები, რომელიც შეგვიძლია დავაწესოთ, თუ მთავრობა არ შეწყვეტს ამ კონტრპოდუქტიული ნაბიჯების გადადგმას. ზოგიერთი მათგანი უკვე მივიღეთ. თქვენ ახსენეთ ჯარისთვის გაყნული ფინანსური დახმარება , შევამცირეთ მნიშვნელოვანი კონტაქტენი საქართველოს მთავრობასთან, ასევე გადახედვის პროცესშია ფინანსური დახმარება, რომელიც საქართველოსთვის ძალიან საგულისხმოა. მაგრამ, მთელი სპექტრია იმ ზომებისა, რომლის მიღებაც შეგვიძლია. ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ რეაგირებისთვის სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში. წინ არჩევნებია, დაველოდებით არჩევნებზე როგორ განვითარდება პროცესები, ამის შემდეგ კი ვიმსჯელებთ დამატებით ზომებზე, - განაცხადა სტანომ.