პარტნიორებმა დაინახეს, რომ ივანიშვილის გუნდი რუსული ოცნების მართვის სტილს არ შეიცვლის - წითლიძე
"ივანიშვილის გუნდი თავისი ღირებულებებით რუსულია და პუტინის ხელისუფლებასთან დაკავშირებული" - ამის შესახებ განცხადება "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ "დღის ამბების" ეთერში გააკეთა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, როგორც ქართველმა ხალხმა, ასევე ქვეყნის სტრატეგიულმა პარტნიორებმა ამ დროის განმავლობაში კარგად დაინახეს, რომ "ოცნებასთან" რაიმე სახის მოლაპარაკება ვერ შედგება, რადგან მმართველი პარტია "რუსული ოცნების მართვის სტილს არ შეიცვლის".
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შიგნით ბევრი ადამიანისთვის ცხადი იყო, რომ ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელსაც ეს ქვეყანა მიყავს რუსეთისკენ და არა ევროპისკენ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ეს დამოკიდებულება, ნათელი და მკაფიო, რომ დაინახეს ძალიან ღიად, რომ არანაირი მოლაპარაკება "ოცნებასთან" არ გამოვა, არ შეიცვლის ზნეს, ჩვეულებას, რუსული ოცნების მართვის სტილს, რადგან თავისი ღირებულებებით არის რუსული, პუტინის ხელისუფლებასთან ახლოს", - ამბობს ანა წითლიძე.