თუ "ოცნება" საარჩევნო პროცესს ხელს შეუშლის, პარტნიორების მხრიდან მათ წინააღმდეგ მტკივნეული ფინანსური სანქციები იქნება - გალდავა

07.09.24 11:20
თუ "ოცნება" საარჩევნო პროცესს ხელს შეუშლის, პარტნიორების მხრიდან მათ წინააღმდეგ მტკივნეული ფინანსური სანქციები იქნება - გალდავა

"ძლიერი საქართველოს" ლიდერის, ლანა გალდავას თქმით, თუ "ოცნება" 26 ოქტომბრის საარჩევნო პროცესს ხელს შეუშლის, მათ წინააღმდეგ პარტნიორი ქვეყნების მხრიდან სანქციები აუცილებლად იქნება გამოყენებული.

საქართველოს ხელისუფლების ხმა აცდენილია ქართველი ხალხის ხმას - ამბობს ლანა გალდავა და აცხადებს, რომ 26 ოქტომბერს დამაჯერებელი გამარჯვება სწორედ ქართველი ხალხის მხარეს იქნება. 

საქართველოს ხელისუფლების ხმა აცდენილია ქართველი ხალხის ხმას. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ყველა გამოკითხვით და ყოველდღიურად რასაც ვხედავთ, არის მომხრე ევროპული ფასეულობების და ევროპული ინტეგრაციის, ამიტომაც ჩვენ დავიცავთ ჩვენს ხმებს. დამაჯერებელი გამარჯვებით ვიმარჯვებთ 26 ოქტომბერს და აუცილებლად, თუ ხელს შეუძლიან ამ პროცესს, მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნება, სამწუხაროდ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან, როგორც სავიზო, რაც უკვე დაწყებული აქვთ, ასევე მტკივნეული ფინანსური სანქციები", - აცხადებს ლანა გალდავა. 

ამერიკელი ყოფილი მაღალჩინოსნის ახალი გაფრთხილება "ქართულ ოცნებას" - "თუკი საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ამ გზით სიარულს, ამას თავისი ფასი ექნება" - ამის შესახებ ნეტგაზეთისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ტომ მალინოვსკიმ განაცხადა. მალინოვსკიმ პირდაპირ თქვა, რომ სანქციების სერიას შესაძლოა გაგრძელება მოყვეს.