დეკანოიძე: ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები, ემთხვევა იმ მოსაზრებას, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილშია

07.09.24 12:36
დეკანოიძე: ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები, ემთხვევა იმ მოსაზრებას, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილშია

“ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები, რომლებიც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში გამოხატავენ ზუსტად ქართველი ხალხის ინტერესებს, ემთხვევა იმ მოსაზრებას, რომელიც არის საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილში. ეს არის 26 ოქტომბრის არჩევნებში საქართველოს მოქალაქეების ნების ასახვა.” - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმდჯომარის მოადგილემ, ხატია დეკანოიძემ აშშ-ის ყოფილი კონგრესმენის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

დეკანოიძის თქმით, ქართული ოცნება", იზოლაციისკენ მიდის, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ემიგრაცია  და სიღარიბე, რომელიც ქვეყანაშია, კიდევ უფრო გაიზრდება.

მისი განცხადებით, სწორედ ამიტომ არის 26 ოქტომბრის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ქველაფარი ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ შეიცვალოს. 

“ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები, რომლებიც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში გამოხატავენ ზუსტად ქართველი ხალხის ინტერესებს, ემთხვევა იმ მოსაზრებას, რომელიც არის საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილში. ეს არის 26 ოქტომბრის არჩევნებში საქართველოს მოქალაქეების ნების დაფიქსირების ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ასახვა, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა აირჩიონ ევროპის კავშირი, უნდა აირჩიონ კეთილდღეობა, საქართველოს მოქალაქეობა უნდა აირჩიონ სიმდიდრე და ზოგადად ის რაც არის ჩვენი მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ყოველდღიურობა და ეს ყოველდღიურობა პირველ რიგში არის ზუსტად უნდა იყოს ზუსტად დემოკრატია., რა თქმა უნდა, "ქართული ოცნება", რომელიც ერთის მხრივ მიდის იზოლაციისკენ და იზოლაცია თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ამ ემიგრაცია კიდევ უფრო გაიზრდება კიდევ უფრო გაიზრდება ის სიღარიბე, რომელიც არის საქართველოში და საქართველოს ქალაქებში და შესაბამისად ჩვენი პარტნიორები ზუსტად ამას ამბობენ და თქვენ იცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში და სენატში დარეგისტრირებულია ორი ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც ახლა უკვე სექტემბერში უკვე სერიოზულად უნდა დასრულდეს. ამ კანონპროექტის განხილვა პირველი კანონპროექტი ეხება, რა თქმა უნდა, კონგრესში უვიზო მიმოსვლას, ერთის მხრივ მეორე ეს არის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, რომელიც რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს ბიზნესისთვის და ზოგადად განვითარებისთვის, ეს არის უსაფრთხოების გარანტიების დაცვა და მეორეს მხრივ არის იზოლაცია, რომელსაც გვთავაზობს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება. 

რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეების პოზიცია, არის შემდეგი, 26 ოქტომბრის არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამ არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილი დამარცხდება და საქართველოს მოქალაქეების ნება აღსრულდება, ეს ნება იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა. პირველ რიგში, ამიტომ ივანიშვილის განცხადებებს, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვისმენთ და ეს არ არის ეს ახალი განცხადება, რომელსაც ახლა ჩვენ განვიხილავთ, ეს არის ზუსტად იმის გამოხატულება, რომ ნამდვილად საქართველოს მომავალი 26 ოქტომბრის შემდეგ უნდა იყოს ის, რაც არის ჩვენი ეროვნული, ისტორიული მისია.” - განაცხადა ხატია დეკანოიძემ

ამერიკელი ყოფილი მაღალჩინოსნის ახალი გაფრთხილება "ქართულ ოცნებას" - "თუკი საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ამ გზით სიარულს, ამას თავისი ფასი ექნება" - ამის შესახებ ნეტგაზეთისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ტომ მალინოვსკიმ განაცხადა. მალინოვსკიმ პირდაპირ თქვა, რომ სანქციების სერიას შესაძლოა გაგრძელება მოყვეს.