დეკანოიძე: სრულიად ბუნებრივია, როდესაც ბიძინა ივანიშვილის რუსული გავლენის მატარებელი ხელისუფლების გზავნილები ლავროვის, კრემლის და ზოგადად, რუსეთის ხელისუფლებების განცხადებებს ემთხვევა
“სრულიად ბუნებრივია, როდესაც ბიძინა ივანიშვილის რუსული გავლენის მატარებელი ხელისუფლების გზავნილები ლავროვის, კრემლის და ზოგადად, რუსეთის ხელისუფლებების განცხადებებს ემთხვევა. ეს არ არის პირველი შემთხვევა და სიახლეს აღარ წარმოადგენს.” - ასე გამოეხმაურა “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას.
მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთ დამამცირებელ განცხადებებს ხელისუფლება არ ეხმაურება.
“სრულიად ბუნებრივია, როდესაც ბიძინა ივანიშვილის რუსული გავლენის მატარებელი ხელისუფლების გზავნილები ლავროვის, კრემლის და ზოგადად, რუსეთის ხელისუფლებების განცხადებებს ემთხვევა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ესეთ დამამცირებელ განცხადებებს ხელისუფლება არ ეხმაურება. ხელისუფლება რუსულ გავლენას თვითონ ატარებს. ჩვენ 26 ოქტომბერს და პირველ რიგში ქართველი ხალხი დავამტკიცებთ, რომ ჩვენი სახელმწიფო, სუვერენიტეტი დამოუკიდებლობა, უსაფრთხოება ევროკავშირის წევრობა, ჩვენს პარტნიორებთან მნიშვნელოვანი ურთიერთობები არის გადამწყვეტი. ამიტომ, რეალურად, რუსული გავლენის მატარებელი ხელისუფლების და ლავროვის იდენტური გზავნილები სიახლეს უკვე აღარ წარმოადგენს.” - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ცნობისთვის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ქართველ ხალხს მართლმადიდებლობის, ეროვნული კულტურის ღირებულებები აქვს, რომლებიც წაიშლება, წაილეკება და გაითელება იმ დასავლეთის იმ „წესებით“, რომელსაც ყველას უწესებს.