რვაწლიანი ძებნის შემდეგ, თამუნა მუსერიძემ ბიოლოგიური მამა იპოვა
რვაწლიანი ძებნის შემდეგ, თამუნა მუსერიძემ ბიოლოგიური მამა იპოვა. ჟურნალისტი მშობელს უკვე შეხვდა.
ზუგდიდიდან გავრცელებულ ვიდეო მასალას, სადაც მუსერიძე საკუთარ მამას პირველად ხვდება, 11 საათში უკვე ორ მილიონზე მეტი ნახვა და ათასობით გაზიარება აქვს.
სწორედ საკუთარი მშობლების ძებნის დაწყების შემდეგ დაიწყო ჟურნალისტმა პროექტი "ვეძებ". ამ პროექტის მეშვეობით ასობით დაკარგული და სამშობიაროდან გაყიდული ბავშვის ისტორიაა გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. ათობით ადამიანმა შვილი, ზოგმა და-ძმა, ზოგმა კი მშობელი იპოვა.
ამ პროექტის დამსახურებით, თამუნა მუსერიძე ბიბისის ას ყველაზე გავლენიან ქალს შორის მოხვდა.