ხატია დეკანოიძე - ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები ამჟღავნებს იმას, თუ რა სურს ბიძინა ივანიშვილს - მას სურს გაღატაკებული, იზოლაციაში და რუსეთის პირისპირ, მარტო დარჩენილი საქართველო

07.09.24 12:48
ხატია დეკანოიძე - ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები ამჟღავნებს იმას, თუ რა სურს ბიძინა ივანიშვილს - მას სურს გაღატაკებული, იზოლაციაში და რუსეთის პირისპირ, მარტო დარჩენილი საქართველო

შეურაცხმყოფელი განცხადებები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, ამჟღავნებს იმას, თუ რა სურს ბიძინა ივანიშვილს. მას სურს გაღატაკებული, იზოლაციაში და რუსეთის პირისპირ, მარტო დარჩენილი საქართველო, - ასე გამოეხმაურა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ხატია დეკანოიძე ჯინ შაჰინის განცხადებასა და „ქართული ოცნების“ პასუხს.

დეკანოიძის თქმით, „ქართული ოცნების“ განცხადებები ადასტურებს იმას, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ საქართველოს მოქალაქეებმა 26 ოქტომბერს.

 “სიახლე არ არის, როდესაც ''ქართული ოცნების'' ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილის მიერ მართული ადამიანების სურვილია, რომ ქვეყანა წაიყვანონ იზოლაციისკენ, ამიტომ შესაბამისად, ეს შეურაცხმყოფელი განცხადებები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, პირველ რიგში ამჟღავნებს იმას, თუ რა სურს ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილს უნდა გაღატაკებული, იზოლაციაში, რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენილი საქართველო, მაშინ როდესაც ძალიან მნიშვნელოვანია კეთილდღეობა ევროპის კავშირი და ჩვენ საერთაშორისო სტრატეგიულ პარტნიორებთან, ძალიან მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ურთიერთობები. ამიტომ ეს განცხადებები პირველ რიგში ადასტურებს იმას, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა და რა გადაწყვეტილება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს მოქალაქეებისთვის -  ეს არის კეთილდღეობა ევროპის კავშირში და ეს არის პირველ რიგში საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და, რა თქმა უნდა, უსაფრთხოება.” - განაცხადა ხატია დეკანოიძემ