"მაქვს სია, სადაც შემავალი პირები დღეს უნდა აირჩიონ საუბნო კომისიის წევრებად, ამ სიაში მყოფ პირებს არანაირი კავშირი არა აქვთ მიუკერძოებლობასთან" - ანა წითლიძე
"მე მაქვს სია, სადაც შემავალი პირები დღეს უნდა აირჩიონ საუბნო კომისიის წევრებად. კანონში წერია, რომ საუბნო კომისიის წევრები უნდა იყვნენ მიუკერძოებლები, მაგრამ ამ სიაში მყოფ პირებს არანაირი კავშირი არა აქვთ მიუკერძოებლობასთან და ობიექტურობასთან", - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ანა წითლიძე ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობის წინ, საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრების არჩევის თაობაზე გამართულ სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა.
წითლიძემ ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელზეც ისაუბრა და თქვა, რომ მირანდა მესხს წინა არჩევნებზე სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი.
ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობს კარგად ცნობილი მირანდა მესხი, რომელსაც წინა არჩევნებზე ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაული და ამ დანაშაულ ხანდაზმულობის ვადა არა აქვს. ამავე დროს, მე მაქვს სია, სადაც შემავალი პირები დღეს უნდა აირჩიონ საუბნო კომისიის წევრებად. კანონში წერია, რომ საუბნო კომისიის წევრები უნდა იყვნენ მიუკერძოებლები, მაგრამ ამ სიაში მყოფ პირებს არანაირი კავშირი არა აქვთ მიუკერძოებლობასთან და ობიექტურობასთან", - განაცხადა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ.
დღეს ყველა რეგიონში საოლქო-საარჩევნო კომისიების სხდომაა ჩანიშნული, სადაც საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებს დაამტკიცებენ.