"ძლიერი საქართველოს" ლიდერები ბრიტანეთის ახლადდანიშნულ ელჩს, გარეთ უორდს შეხვდნენ

07.09.24 13:04
"ძლიერი საქართველოს" ლიდერები ბრიტანეთის ახლადდანიშნულ ელჩს, გარეთ უორდს შეხვდნენ

"ძლიერი საქართველოს" ლიდერები ბრიტანეთის ახლადდანიშნულ ელჩს, გარეთ უორდს შეხვდნენ - მხარეებმა შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემო და ბრიტანეთის მხრიდან ქართველი ხალხის მხარდაჭერის მნიშვნელობა განიხილეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ბრიტანეთი დამკვირვებელთა უპრეცენდენტო რაოდენობას გამოაგზავნის. 

გარდა არჩევნებისა, შეხვედრაზე საუბრის თემა იყო  ბრიტანული ინვესტიციების მნიშვნელობა ქართულ ეკონომიკასა და განათლების სისტემაში.  

ასევე ყურადღება დაეთმო დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით. 

პარტნიორობა  საქართველოსა და ბრიტანეთს შორის გაღრმავდება , როდესაც ხელისუფლებაში მოვა კოალიციური მმართველობა. ახალი ელჩი გარეტ უორდი, რომელსაც უზარმაზარი დიპლომატიური გამოცდილება აქვს და აღსანიშნავია რომ შესანიშნავად საუბრობს ქართულად, ხელს შეუწყობს და გააღრმავებს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებულ სტრატეგიულ-მეგობრულ ურთიერთობებს" - აცხადებენ "ძლიერ საქართველოში".