"ყველას გვახსოვს გადაღებილი ილორი და ის ვანდალიზმი, რასაც რუსეთი სჩადის" - გალდავა ლავროვის განცხადებაზე
"რუსეთს აქვს განადგურებული ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის და სულიერების ძეგლები" - ასე პასუხობს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ლანა გალდავა სერგეი ლავროვის განცხადებას.
ლანა გალდავას თქმით, საზოგადოებას კარგად ახსოვს გადაღებილი ილური და ის ვანდალიზმი, რომელსაც ოკუპანტები სჩადიან.
მათ აქვთ ოკუპირებული ჩვენი ქვეყნის 20%, მათ აქვთ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის და სულიერების ძეგლები და გვახსოვს ყველას გადაღებილი ილორი და ის ვანდალიზმი, რასაც იქ სჩადიან. და ამავდროულად, 1978 წელს ჩვენი ქვეყნის ენა, ქართული ენა რუსეთის ფედერაციისგან დავიცავით ქართველმა ხალხმა", - ამბობს ლანა გალდავა.
ცნობისთვის, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ქართველ ხალხს მართლმადიდებლობის, ეროვნული კულტურის ღირებულებები აქვს, რომლებიც წაიშლება, წაილეკება და გაითელება დასავლეთის იმ "წესებით", რომელსაც ყველას უწესებს.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.