კრემლი და ლავროვი მიესალმებიან ყველაფერ იმას, რაც საქართველოს იზოლაციისკენ არის მიმართული - ჩიხლაძე
"კრემლი და ლავროვი მიესალმებიან ყველაფერ იმას, რაც საქართველოს იზოლაციისკენ არის მიმართული" - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, რუსეთის მიზანია, რომ საქართველო ქართველების გარეშე დარჩეს, რასაც "ოცნების" პოლიტიკაც იზიარებს.
კრემლი, ლავროვი, მიესალმებიან ყველაფერს, რაც მიმართულია საქართველოს იზოლაციისკენ, საქართველოს მოქალაქეების გაღარიბებისკენ და საქართველოდან საქართველოს მოქალაქეების გაქცევისკენ. კრემლის, რუსეთის, ჩვენი მტრების მიზანია საქართველო ქართველების გარეშე და ყველა, ვინც ამას მოემსახურება, მას მიესალმებიან. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“პოლიტიკა არის საქართველო ქართველების გარეშე. მხოლოდ შარშან საქართველოს 163 000 მოქალაქე წავიდა წავიდა საქართველოდან", - ამბობს სერგო ჩიხლაძე.
ცნობისთვის, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ქართველ ხალხს მართლმადიდებლობის, ეროვნული კულტურის ღირებულებები აქვს, რომლებიც წაიშლება, წაილეკება და გაითელება დასავლეთის იმ "წესებით", რომელსაც ყველას უწესებს.