"ოცნება" ცდილობს საარჩევნოდ ყველა ბერკეტი გამოიყენოს, სწორედ ერთ-ერთი რგოლი არის საარჩევნო კომისიები - სიორიძე
"ძლიერი საქართველოს" ლიდერის და ცესკოს წევრის, გიორგი სიორიძის განცხადებით, საარჩევნოდ "ოცნება" მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს და სწორედ ერთ-ერთი რგოლი არის საარჩევნო კომისიები, სადაც დღეს საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებს დაამტკიცებენ.
სიორიძის თქმით, "ოცნების" ქმედება კარგად აჩვენებს, თუ როგორ ეშინია ხელისუფლების დაკარგვის.
წარმოიდგინეთ, 3030 უბანზე არის ასარჩევი 24 ათასზე მეტი პირი. ეს არის ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანებისა, რომელთაც აქვთ სერიოზული ფილტრები გავლილი უსაფრთხოებისა, სუს-ს ვგულისხმობ და ბუნებრივია, ეს არის ის გადამწყვეტი მომენტი და ხელისუფლების ქმედება სწორედ ამას ადასტურებს, რომ შეიძლება ხელისუფლება გამოეცალოთ ხელიდან. სწორედ ამიტომ, ისინი ცდილობენ, ყველა მათ ხელთ არსებული ბერკეტი, მათ შორის ერთ-ერთი რგოლი არის საარჩევნო კომისიები, ხელიდან არ გაუშვან", - განაცხადა სიორიძემ.
ცნობისთვის, დღეს ყველა რეგიონში საოლქო-საარჩევნო კომისიების სხდომაა ჩანიშნული, სადაც საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებს დაამტკიცებენ.