რადას დაბომბვის მცდელობა - უკრაინის პარლამენტის შენობის ეზოში დრონების ფრაგმენტებია აღმოჩენილი
უკრაინული რადა სავარაუდოდ დრონებით იერიშს გადაურჩა. პარლამენტის შენობის ეზოში უპილოტო საფრენი აპარატების ფრაგმენტებია აღმოჩენილი.
ტელეგრამ არხებში ვრცელდება ფოტო მასალები, სადაც ჩანს, რომ საკანონმდებლო შენობის ეზოში განეიტრალებული დრონის ნამსხვრევებია მიმოფანტული. უკრიანული მხარე ამბობს, რომ დრონები თავად გაანეიტრალეს. მომხდრის დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.