კიდევ ერთი ბიზნესმენი ტერორზე ალაპარაკდა
კიდევ ერთი ბიზნესმენი ტერორზე ალაპარაკდა. გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც წლების განმავალობაში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყო, შემდეგ კი დემონსტრაციულად გაემიჯნა, ამტკიცებს, რომ ემუქრებიან.
ვაი თქვენს პატრონს უბედურს! ერთი თმის ღერი რომ ჩამოუვარდეს ჩემი რომელიმე ოჯახის წევრს! ჯოჯოხეთს მოგიწყობთ!!! პირადად ბიძინა ივანიშვილია პასუხისმგებელი! საქართველოს მთავრობა", - წერს ბიზნესმენი სოციალურ ქსელში.
"პირველები" ჩიკვაიძეს დეტალების გასარკვევად დაუკავშირდა. როგორც ბიზნესმენი ამბობს, მის ძმას არასწრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ბათუმში დღეს რამდენიმე პირი იარაღით ჩაუსაფრდა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა იმ შემთვევაში, თუ ის და მისი ოჯახის წევრები ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხილებას არ შეწყვეტდნენ.
ბიზნესმენი ამ ყველაფერს დაანონსებულ მხილებას უკავშირებს. ჩიკვაიძე "პირველებს" უმხელს, რომ მომავალ კვირას, ბიზნესის რეკეტის სკანდალურ საქმეებზე საჯაროდ ლაპარაკი ჰქონდა დაგეგმილი.
დიდი ხანია, დაახლოებით, მერვე თვეა უკვე ამ სისტემასთან გვაქვს ჩვენი დაპირისპირება და ამის მოლოდინი გვქონდა, მაგრამ ვერ წარმომედგინა, თუ თავხედბოდა ეყოფოდათ და ეს ყველაფერი გადავიდოდა ჩემი ოჯახის წევრებზე. დაახლოებით 15 წუთია რაც ეს თემა გავიგე, მივდივარ მეტი დეტალის გასაგებად, მაგრამ აქედანვე მინდა ვუთხრა ვის ტვინშიც ეს მოიხარშა, ამ რუსული ძალადობრივი რეჟიმის ტვინში, რომ ჯოჯოხეთს მოგიწყობთ. ერთი თმის ღერი, რომ ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს ჩამოუვარდეს, ერთი კაცი გეყოფით ამ ძალადობის დასასრულებლად. კეთილი ინებეთ და მიყევით იმ თემას, რომელშიც გვამყოფეთ და რომელშიც 8 თვეა მთელი სისტემა არის ჩემს წინააღმდეგ ამუშავებელი. მაგრამ ერთი თმის ღერიც კი არ ჩამოუვარდეს ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს, თორემ ამაზე პირადად ბიძინა ივანიშვილი იქნება პასუხისმგებელი.
გადასარევად იციან, რომ ჩვენ აღარ ვაპირებთ მათი თამაშის წესებით თამაშს და გაჩუმებას და ახლა აღარ იციან, რა ფორმით შეგვიშალონ ხელი. არაფერი დაფარული აღარ იქნება, ყველაფერი იქნება საჯარო და ეს მინდა, რომ კარგად გაითვალისწინონ. როდესაც დამირეკეს და ეს ყველაფერი მითხრეს, მე მაშინვე პრევენციის მიზნით დავწერე სტატუსი და ახლა მოვედი ოჯახის წევრებთან, რომ გავიგო, რეალურად რა მოხდა და როგორ არის. ყველგან გვისმენენ, აღარ დარჩა არაფერი, სადაც არ გვისმენენ და უბრალოდ მინდა, პირისპირ გავესაუბრო ოჯახის წევრებს და გავიგო, რა მოხდა", - ამბობს გიორგი ჩიკვაიძე.
ცნობისთვის, გიორგი ჩიკვაიძე ორი თვის წინ "ტვ პირველზე" გადაცემა "რეაქციის" სტუმარი იყო, სადაც მან თქვა: თითოეული დღის მრცხვენია, როცა მე "ოცნებას" მხარს ვუჭერდი, აღმოჩნდა, რომ ბევრი ჩემი და ჩემნაირის ბრალია ის, რაც მივიღეთ დღეს, იმიტომ, რომ არ შეიძლება ასე უპირობო მხარდაჭერა.