როდესაც მათ (ოპოზიციას) უჭირთ, როგორ ემთხვევა ისე, რომ მაშველ რგოლად რუსეთის ფედერაცია ევლინებათ - მაჭავარიანი
"რამდენჯერაც "რუსეთმა შეგვაქო", ეგ ქება რადიკალური ოპოზიციის წისქვილზე ასხმას წყალს" - ასე აფასებს "ქართული ოცნების" წევრი, ლევან მაჭავარიანი სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
ივანიშვილის გუნდის წევრის მტკიცებით, რუსეთის ფედერაცია და მათი მაღლჩინოსნები ოპოზიციას სწორედ მაშინ ევლინება მაშველ რგოლად, როდესაც მაჭავარიანის მტკიცებით, ხელისუფლების ოპონენტებს უჭირთ.
ამასთან, ლევან მაჭავარიანი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან არსებულ ურთიერთობას სამეგობროში მიმდინარე გაუგებრობას ადარებს და აცხადებს, რომ როგორც "ეს გაუგებრობა სრულდება და ყველაფერი თავის ძველ ნიშნულს უბრუნდება, სწორედ ასე დალაგდება დასავლეთთანაც საქართველოს ურთიერთობა".
რამდენჯერაც "რუსეთმა შეგვაქო", ეგ ქება ასხამს რადიკალური ოპოზიციის წისქვილზე წყალს. როდესაც მათ უჭირთ, როგორ ემთხვევა ისე, რომ მაშველ რგოლად ევლინებათ რუსეთის ფედერაცია და მათი მაღალჩინოსნები. ხანდახან არის ხოლმე რაღაც ტიპის გაუგებრობები, ისევე როგორც სამეგობროში, ოჯახებში, მაგრამ შემდეგ ყველაფერი თავის ძველ ნუშნულს უბრუნდება. ასევე იქნება ჩვენი ურთიერთობა დასავლეთთანაც", - ამბობს მაჭავარიანი.
ცნობისთვის, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ქართველ ხალხს მართლმადიდებლობის, ეროვნული კულტურის ღირებულებები აქვს, რომლებიც წაიშლება, წაილეკება და გაითელება დასავლეთის იმ "წესებით", რომელსაც ყველას უწესებს.